
შენ შეგიძლია ზოგჯერ გაჩუმდე და ყური მიუგდო სხვებს
შენ შეგიძლია ზედმეტად არ იღელვო სხვათა ფორიაქის გამო
შენ შეგიძლია გამოუვალ მდგომარეობაშიც მოძებნო გამოსავალი
შენ შეგიძლია იყო მეტად ალერსიანი და ყურადღებიანი
შენ შეგიძლია გაიუმჯობესო პირობები კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად
შენ შეგიძლია იკითხო ბევრი და გახდე უფრო ინტელექტუალი
შენ შეგიძლია დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები
შენ შეგიძლია იყო მატერიალურად უზრუნველყოფილი
შენ შეგიძლია დააფასო საკუთარი შესაძლებლობები
შენ შეგიძლია გაითვალისწინო ახლობელთა რჩევები უკეთ ყოფნისთვის
შენ შეგიძლია იყო ნაკლებ თვითკრიტიკული და არ გაცხარდე კრიტიკისას
შენ შეგიძლია მიუტევო ყველას, ვინც დაუმსახურებლად გული გატკინა
შენ შეგიძლია დათმო ზოგიერთი ვალდებულება საკუთარი სიამოვნებისთვის
შენ შეგიძლია დაწინაურდე სამსახურში და წარმატებული იყო ბიზნესში
შენ შეგიძლია გამონახო საშუალებანი წინსვლისა და განვითარებისთვის
შენ შეგიძლია ნაწილობრივ აიხდინო ოცნებები და საწადელ მიზანს შესწვდე
შენ შეგიძლია რეგულარულად ივარჯიშო ფიზიკური სიჯანსაღის შესანარჩუნებლად
შენ შეგიძლია ლოცვით განიწმინდო სულიერი სრულყოფილების მისაღწევად
შენ შეგიძლია ეს ყველაფერი, თუ დაიჯერებ, რომ ყოველივე ეს შენ შეგიძლია!!!
იყავი გახარებული ამ შესაძლებლობათა გამოვლენით
და კმაყოფილი შედეგების მიღწევით
WHYმე シ