Pages

Wednesday, January 14, 2009

ქალაქში სიყვარულის ვირუსი დადის.


აკითხავს ყველას ვინც ელოდება და ვინც არ ელოდება..მოწყენილსა თუ გულნატკენს, მოტირალს თუ მოცინარს....მოდის მოულოდნელად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერ, წუთსა და საათს შეიძლება შემოგისახლდეს და აგიფორიაქოს სული....მისი მოახლოების წინ იგრძნობა, მსუბუქი გულის აჩქროლება, და თუ თქვენ იგრძენით ამ ვირუსის მოახლოება, არ გქონდეთ იმის იმედი, ვირუსის პირველ ღამეს ტკბილად დაიძინებთ...შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება ასე, უძილო ღამეებთან ერთად თქვენ გელით, მონატრების, მოწყენის, გულის აფორიაქების, სიგიჟის, სისხლის მომატების, აჟიტირების, სიხარულის, თავდავიწყების, გაღიმების დაუვიწყარი დღეები...და თქვენ ვერ შეამჩნევთ, ვირუსის საწყის ეტაპიდან , როგორ შეგეყარათ ვირუსი...შემდეგ ნელ ნელა ეჩვევით ამ ვირუსს და უიმისოდ ვეღარ სძლებთ, გსურთ , რომ ყოველთვის უყურო თვალებში, მოეფერო, ჩაიხუტო, ეჩურჩულოთ თბილი სიტყვები, გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ყველაფრისთვის მზად ხართ, თქვენი შეჩერება აღარავის არ შეუძლია, ან კი როგორ შეეძლება თქვენი შეჩერება ვინმეს, როდესაც დედამიწაზე მხოლოდ თქვენ ორნი ხართ...თქვენ ვეღარ იგრძნობთ ვეღარც, სიცივეს და ვეღარც მომაბეზრებელ სიცხეს, ვეღარც ქარსა და ვეღარც თოვლს, ვეღარც წვიმას, თქვენთვის სულ ერთი გახდება ყველაფერი...ოღონდ მასთან იყოთ და მის სახეს ხედავდეთ.....
აზრი არ აქვს ამ ვირუსისგან დამალვას, კარგად დაიმახსოვრეთ იგი თქვენთან აუცილებლად მოვა, მთავარია რომ გჯეროდეთ....

WHYმე シ

No comments: