"150 კაცისგან შემდგარი ჯგუფი ესწრებოდა სემინარს "როგორ გავხდე ბედნიერი". მიიღეს დავალება, დაეწერათ თავიანთი სურვილი, მოეთავსებინათ ბუშტში და გაებერათ, თან ბუშტზე მარკერით დაეწერათ თავიანთი სახელი. მერე შეუშვეს ოთახში და სთხოვეს, 5 წუთის განმავლობაში ეპოვათ თავიანთი ბუშტი. სასოწარკვეთილებმა დაიწყეს ძებნა, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და სრული ქაოსი იყო.
შედეგად, 5 წუთში ვერავინ მოახერხა თავისი ბუშტის პოვნა.
მერე სთხოვეს, ნებისმიერი ბუშტი აეღოთ და მიეცათ იმ ადამიანისთვის, ვისი სახელიც ეწერა ზედ. რამდენიმე წუთში ყველას ჰქონდა თავისი საკუთარი ბუშტი.
ლექტორმა თქვა: "სწორედ ეს ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ყველა სასოწარკვეთილი ეძებს თავის ბედნიერებას გარშემო, ისე, რომ არ იცის, სად არის ის. ჩვენი ბედნიერება კი სხვა ადამიანების ბედნიერებაში მდგომარეობს. გაუზიარეთ მათ თქვენი ბედნიერება და სამაგიეროდ საკუთარს მიიღებთ. ეს არის სწორედ ადამიანთა ცხოვრების ჯაჭვი".
No comments:
Post a Comment