"ერთხელაც გადავწყვიტე უბრალო სალათის გაკეთება ვიფიქრე ოჯახს გავახარებთქო. ვნახე მშვენიერი რეცეპტი ქათმის სალათის, თან ზუსტად ცოტა ქათმის ნაჭრები მქონდა მორჩენილი და მაინც არავინ არ იყო იმის მჭამელი. სალათში საჭირო იყო ანანასი. ვიპოვე მაცივარში ანანასის კონსერვი, ამოვიღე ქილიდან ანანასი და წვენი დამრჩა. ვფიქრობ დავლიო? არ მინდა. გადავასხა? მენანება. smile emoticon
გამახსენდა ერთი ღვეზელის რეცეპტი სადაც ზუსტად ანანასის წვენია საჭირო. გავაკეთე ღვეზელიც, რისთვისაც მარტო კვერცხის გულები დამჭირდა, ცილა კი დამრჩა. ვფიქრობ გადასხმა მენანება, მაცივარში შევდგა? მერე მაინც გადაგდება მომიწევს. მოვიფიქრე ბეზე გამეკეთებინა. ადვილია, მალე კეთდება და თან გემრიელია. ბეზეში გამოვიყენე მხოლოდ ლიმონის კანი და ლიმონი დამრჩა ესე მელოტი კაცივით grin emoticon თუ ესე დავტოვებ მალევე გახმება. ვფიქრობ რა ვუყო ლიმონს?
ბოლოს მოვიფიქრე ლიმონის წვენი სალათისთვის მშვენიერი სოუსი იქნება. ამ დროს გამახსენდა რო სალათის კეთებისას დამჭირდა ნახევარი ხახვი, ნახევარი კი დევს მაგიდაზე და მიყურებს. grin emoticon ეხლა ეს სადღა წავიღო?
ცოტა ხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე რამე წვნიანის გაკეთება თუ სადილია ბარემ სადილი იყოს. smile emoticon მაგრამ გამახსენდა რომ სახლში არ მაქვს არც სტაფილო, არც კარტოფილი და არც მწვანილები. უცებ ჩავიცვი და გავქანდი მაღაზიაში. ვიყიდე ყველაფერი რაც მჭირდებოდა და თან გამოვაყოლე არაჟანი, ხაჭო, კბილის პასტა, წინდები (ფასდაკლება იყო) ტაპკები (ამაზეც აქცია იყო) smile emoticon ჭურჭლის სარეცხი სითხე და საპონი რამდენიმე შეკვრა (ყოველი შემთხვევისთვის.) უკანა გზაზე შევიარე ბანკში გადავიხადე გადასახადები, ბანკის გვერდზე შევირბინე ფეხსაცმლის ხელოსანთან, წამოვიღე შესაკეთებლად დატოვებული ფეხსაცმელები, საკონდიტროში ვიყიდე ახალი გამომცხვარი პური და ბულკები და ძლივს მივაღწიე სახლამდე დაღლილ-დაქანცულმა. გავაკეთე წვნიანი და უკვე აღარ ვაქცევდი ყურადღებას პროდუქტებიდან რამე დამრჩა თუ არა.
საღამოს წამოვწექი დივანზე, ვგრძნობ ზურგი მტკივა, ფეხები აღარ მემორჩილება, ხელებს ვეღარ ვგრძნობ და ვფიქრობ რომ ნამდვილად არანორმალური ვარ. ჯობდა ის ანანასის წვენი დამელია!" grin emoticon

ოლგა კრამარევიჩი - "ქალური ლოგიკა" smile emoticon
No comments:
Post a Comment