Pages

Friday, April 10, 2009

13 სათნოება

1. თავშეკავება _ არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.
2. დუმილი _ ილაპარაკე ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.
3. წესრიგი _ ყველა ნივთს მიუჩინე თავის ადგილი, ყოველი საქმისათვის თავისი დრო გქონდეს.
4. გაბედულობა _ გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულე ის, რაც გადაწყვეტილია.
5. მომჭირნეობა _ ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.
6. სიბეჯითე _ ნუ დაკარგავ დროს ტყუილუბრალოდ, რათა არ გამოგრჩეს იმ კეთილი საქმეების კეთება, რაც შენს მოვალეობაშია.
7. გულწრფელობა _ არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს ყოველთვის მისდიე ამ წესს.
8. სამართლიანობა _ ნურავის მიაყენებ ზიანს, არ ჩაიდინო უსამართლობა, იყავი მუდამ ობიექტური და მიუკერძოებელი.
9. ზომიერება _ ყოველთვის მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.
10. სისუფთავე _ არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.
11. სიდინჯე _ ნუ აღელდები წვრილმანი, ჩვეულებრივი და გარდაუვალი ამბების გამო.
12. უმწიკვლობა _ იყავი ზნეობრივად წმინდა.
13. თავმდაბლობა _ იყავი თავმდაბალი, მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.

იყავი ამ სათნოებით განმსჭვალული და გონიერებით აღსავსე




WHYმე シ

1 comment:

Anonymous said...

კარგი რჩევებია... :)