"დღეს, წიგნის მაგივრად კომპიუტერის ეკრანს არიან მიჩერებულნი, დომენიკო... წერილებიც აღარ მოაქვთ მტრედებს... წერილები ელექტრონული გახდა, ხოლო მტრედები გალიებში სხედან. ყველაფერს რაღაც აკლია თითქოს... წერილებს-ზედ შერჩენილი თითების სითბო... წიგნს – წიგნის სუნი."
Sunday, April 12, 2009
ზუსტად დღეს
1. ზუსტად დღეს: ვიქნები ბედნიერი, ეს ნიშნავს, რომ მივბაძავ ლინკოლნს, რომელმაც თქვა, “ადამიანთა უმრავლესობა ბედნიერია იმდენად, რამდენადაც აქვს გადაწყვეტილი იყვნენ ბედნიერნი”. ბედნიერება მოცემულია ჩვენში და არაა გარეგან ფაქტორთა შედეგი.
2. ზუსტად დღეს შევეცდები შევეგუო იმ ცხოვრებას, რითაც გარშემოცული ვარ და არ ვეცდები დავამორჩილო სხვები ჩემს სურვილებს. ჩავთვლი ჩემს ოჯახს, ჩემს საქმეს, და ჩემი ცხოვრების პირობებს ისეთად, როგორიც არიან სინამდვილეში. შევეცდები მივესადაგო მათ.
3. ზუსტად დღეს: მივხედავ ჩემს ორგანოებს, ვივარჯიშებ, ყურადღებას მივაქცევ ჩემს სხეულს, სწორედ ვიკვებები და ვეცდები ზიანი არ მოვუტანო საკუთარ ჯანმრთლობას.. ნუ ვიფიქრებ, რომ ჩემი ორგანიზმი იდეალური მანქანაა ჩემს მოთოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.
4. ზუსტად დღეს: დავუთმობ დროს გონების გავარჟისებას, შევისწავლი რაიმე სასარგებლოს. არ ვიზარმაცებ გონებრივი თვალსაზრისით. წავიკითხავ რამეს, რაც განსჯას და გოენბის დაძაბავს მოითხოვს.
5. ზუსტად დღეს: მოვიცლი ზნეობრივი სრულყოფილებისთვის. ამისთვის გავაკეთებ სამ რამეს: გავუკეთებ ვინმეს სასარგებლო საქმეს, ისე რომ მან ეს არ იცოდეს. გავაკეთებ 2 რამეს, რაც მაინცდამაინც არ მსიამოვნებს – უბრალოდ გავარჯიშებისთვის, როგორც ამას გვირჩევს უილიამ ჯეიმსი.
6. ზუსტად დღეს: ვიქნები ყველანაირად კეთილგანწყობილი. შევეცდები, რაც შეიძლება კარგა გამოვიყურებოდე. ჩავიცვამ, რაც ყველაზე უფრო მიხდება, ვილაპარაკებ წყნარად, თავაზიანად მოვიქცევი, ყველას შევაქებ, არავის გავაკრიტიკებ. არ გამოვედავები, არავის ვუბრძანებ როგორ მოიქცეს და არ ვეცდები ვინმეს გამოსწორებას.
7. ზუსტად დღეს: შევეცდები ვიცხოვრო დღევანდელი დღით. არ გადავწყვიტო მთელი ცხოვრების პრობლემები ერთბაშად, 12 საათის მანძილზე შემიძლია ისეთი რამეების კეთება, რაც სასოწარკვეთამდე მიმიყვანს, თუკი მომიწევს ამ საქმეებით ვიყო დაკავებული მთელი სიცოცხლე.
8. ზუსტად დღეს: შევადგენ ჩემი მოქმედების პროგრამას, ჩავიწერ რა უნდა ვაკეთო ყოველდღიურად. შესაძლებელია ზუსტად ამ პროგრამით ვერ ვიმოქმედო, მაგრამ გასაკეთებელ სამეებს აუცილებლად ჩამოვწერ. ეს მიხსნის ორი მავნე ჩვევისგან: სისწრაფე და მოუფიქრებლობა/
9. ზუსტად დღეს: გავატარებ 30 წთ-ს სიმშვიდესა და მარტოობაში და შევეცდები არ ვიფიქრო არაფერზე.
10. ზუსტად დღეს: არ შემეშინდება განსაკუთრებით იმისა, რომ ვიყო ბედნიერი. ვისიამოვნებ მშვენიერებით, მეყვარება ყველა და ვირწმუნებ, რომ მათაც ვუყვარვარ.
სიმშვიდისა და ბედნიერების მომტანი გუნება-განწყობის შესაქმნელად აუცილებელია:
ვიფიქროთ და მოვიქცეთ ხალისიანად
და თავს ვიგრძნობთ კიდეც ხალისიანად.
ნუ შევეცდებით ანგარიში გავუსწოროთ ჩვენს მტრებს. ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მოვუტანთ. სჯობს, სულაც ნუ ვიფიქრებთ მათზე.
WHYმე シ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
რა ზუსტია
რა მაგარიაააააააააააააააააა :))))))))))))) ეეგრე რო მოვიქცეთ ყოველ დღე ანგელოზები ვინქებიიით :))))) ძალიან მომეწონა ვსო ეგრე ვიქცევი ზუსტად დღეიდან :))))))
Post a Comment