Pages

Thursday, February 19, 2015

“ამბრნი, უმბრნი და არაბნი…” .ამ ნაწარმოებმა პირველმა ”შემიპატიჟა” ნაირა გელაშვილის შემოქმედებაში და მისი მუზა გამაცნო. ის ემოცია, ამ ნოველამ რომ გამოიწვია ჩემში, კარგა ხანს არ გამნელებია...

„ახლა, როცა მთელ ქვეყანას ზურგი შევაქციე და მხოლოდ მერცია მინდოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოკვდა, აღარ იყო, შეუძლებელი და მიუწვდომელი გახდა. მაგრამ ცოცხალი რომ დარჩენილიყო და კარგად ვყოფილიყავით, ბოლოს ალბათ მაინც მთელ ქვეყანას გავუწევდი ანგარიშს და ყველაზე ადვილად სწორედ მერციას გავწირავდი.“

ასეა… თქვენ არსებაში დაბუდებული ეგოიზმი, სწრაფვა „სრულყოფილებისადმი“, ის იდიოტური ფაქტი, რომ კაცი მონადირეა და სულ რაღაცის ძიებაში, იმაზე ძვირფასს გაკარგვინებთ რაც შეიძლება სიცოცხლე ყოფილიყო.
ვერ აფასებთ მანამ, სანამ თქვენთანაა, თქვენია, თქვენით ცოცხლობს და სუნთქავს, გჩუქნით სულს, სხეულს, ამას ისე აღიქვამთ, როგორც „შესმულ ფიალას“, თქვენ თვალში ინტერესს კარგავს და მხოლოდ მაშინ, როცა დაკარგავთ, როცა დიდი დრო გავა, ხვდებით, რომ ის გაუშვით, რაც ყველაზე მეტად გეძვირფასებოდათ. გაუშვით ზუსტად იმიტომ, რომ თქვენი იყო…
„ნუთუ ისე არ შეგეძლო გაგეშვა, რომ სული არ ჩაგეკლა მისთვის?“
არ შეგეძლო.
იმიტომ, რომ შენში ჩაბუდებული „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“ არ დაგანებებდა ამას.
იმიტომ, რომ კაცი ხარ.

No comments: