"დღეს, წიგნის მაგივრად კომპიუტერის ეკრანს არიან მიჩერებულნი, დომენიკო... წერილებიც აღარ მოაქვთ მტრედებს... წერილები ელექტრონული გახდა, ხოლო მტრედები გალიებში სხედან. ყველაფერს რაღაც აკლია თითქოს... წერილებს-ზედ შერჩენილი თითების სითბო... წიგნს – წიგნის სუნი."
Sunday, August 10, 2014
ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
"მას მეორე ოთახში ეძინა. ერთდროულად მძულდა და მიყვარდა კიდეც. არ მინდოდა გამეღვიძებინა და მისთვის დარდი მომეხვია თავს. რა აზრი ქონდა. ისედაც თვეების განმავლობაში განადგურებული, ფსიქიკურად დაავადებული ქალივით ვიქცეოდი. (ამ შედარებაზე ორივე შევთანხმდით) უბრალოდ ძალიან გადავიღალე. ორივემ ვიცოდით, რაღაც მიჭირდა. ის კი ნელ-ნელა მოთმინებას კარგავდა. განუწყვეტლივ ვჩხუბობდით და ერთმანეთს ვუყვიროდით. ის წყვილი რა წყვილია თუ ერთმანეთი დატანჯა... მათი სიყვარული ხომ განწირულია... და ჩვენც უბრალოდ ლტოლვილებს დავემგსავსეთ. ღიად ვტოვებ იმ კითხვებს თუ რატომ მინდოდა მისი ცოლობა. ღიად ვტოვებ მთელ მის განსაკუთრებულობას და იმასაც თუ რატომ მიყვარდა ასე გაგიჟებით და რატომ ვერ წარმომედგინა მის გარეშე ცხოვრება. ის უბრალოდ ჩემთვის შუქურაც იყო და ალბატროსიც. მაგრამ მასთან დარჩენას წასვლა მერჩივნა. არც ვინმეს განადგურება მდომებია, არც დასახიჩრება, უბრალოდ მინდოდა საიდუმლო გასასვლელში ჩემთვის მშვიდად დამეძინა და ამით არეულობა არ გამომეწვია. მერე კი თუნდაც ჯანდაბამდე გზა მქონოდა. აი ეს მინდოდა!"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment