"დღეს, წიგნის მაგივრად კომპიუტერის ეკრანს არიან მიჩერებულნი, დომენიკო... წერილებიც აღარ მოაქვთ მტრედებს... წერილები ელექტრონული გახდა, ხოლო მტრედები გალიებში სხედან. ყველაფერს რაღაც აკლია თითქოს... წერილებს-ზედ შერჩენილი თითების სითბო... წიგნს – წიგნის სუნი."
Monday, August 11, 2014
ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, შეიყვარე"
"უმთავრესი თემა, რაც აუცილებლად უნდა განვიხილო, იტალიაში ჩემი პირადი ცხოვრებაა, ანუ სექსი. ამ კითხვას მარტივად მინდა ვუპასუხო და გამოვტყდე რომ სანამ აქ ვარ ეს ნამდვილად არ მინდა. გნებავთ უფრო დავწვრილმანდები... გულწრფელად გეტყვით ხანდახან სასოწარკვეთილებაში ვვარდები ისე მომინდება ხოლმე, მაგრამ გადავწყვიტე რომ ამ თამაშში დროებით არ ჩავერთო. არ მინდა ვინმეთი ვიყო დაკავებული. კოცნა მენატრება... ძალიან მიყვარს კოცნა. მაგრამ მაინც არაფერს ვაპირებ. როდესაც მარტო ვრჩები ჩემ თავს ვეუბნები, "იყავი მარტო. მარტო ყოფნა ისწავლე. ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყავი მარტო." ყოველთვის გახსოვდეთ რომ მწვავე ნაღველის დასაამებლად არასოდეს გამოიყენოთ სხვა ადამიანი და მისი გრძნობები. ეს მაშველი რგოლის მსგავსი რამ არის და მეტი არაფერი. სექსუალური თუ როგორც იტყვიან რომანტიკული ცხოვრება მეტისმეტად ადრე დავიწყე და ყოველი ახალი ბიჭის გაცნობა, ნაწილობრივ ძველთან ურთიერთობას ემთხვეოდა. ერთი კვირის შესვენებაც კი არ მქონდა რომ ოდნავ მაინც ამომესუნთქა. ახლა ვერაფერს ვიზამ. ალბათ ეს რაღაც ვალდებულებისმაგვარი რამ იყო ჩემი მომწიფების გზაზე"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment