"დღეს, წიგნის მაგივრად კომპიუტერის ეკრანს არიან მიჩერებულნი, დომენიკო... წერილებიც აღარ მოაქვთ მტრედებს... წერილები ელექტრონული გახდა, ხოლო მტრედები გალიებში სხედან. ყველაფერს რაღაც აკლია თითქოს... წერილებს-ზედ შერჩენილი თითების სითბო... წიგნს – წიგნის სუნი."
Monday, August 11, 2014
ელიზაბეტ ჯილბერტი - " ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
"მამაკაცებთან ურთიერთობისას უკიდურეს ზომებს მივმართავ. იქნებ არც უნდა ვამბობდე ამას. თუკი გიყვარს საზღვარს ვერ დაიცავ, მართალი არ ვარ? მე კი მასში ვიკარგები ვინც მიყვარს. სითხის გამტარი მემბრანა ვარ. მე თუ მიყვარხარ ჩემი ყველაფერი შეგიძლია გქონდეს. შეგიძლია გქონდეს ჩემი დრო, ჩემი ერთგულება, ჩემი სისულელეები, ჩემი ფული, ჩემი ოჯახი, ჩემს ძაღლთან დაკავშირებული ყველაფერი. თუ მიყვარხარ, შენს ყველა ტკივილს მე ვიტვირთებ, შენს ყველა ვალს ჩემ თავზე ავიღებ (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) დაგიცავ ყველაფრისგან, ვეცდები ყველა შენი საუკეთესო თვისება აღმოვაჩინო, რომელთაც ვერასოდეს წარმოიდგენდი რომ გაგაჩნდა. შენი ოჯახის ყველა წევრისთვის ვიყიდი საშობაო საჩუქარს, მე შენ მოგიძღვნი მზეს და წვიმას... და თუ ამას ვერ შევძლებ , მაშინ მზის მწველ შუქზე მოგეფარები და წვიმისგან დაგიცავ... უფრო მეტსაც მოგცემ და სულსაც დაგითმობ, ვიდრე მთლიანად არ დავიქანცები და გამოვიფიტები. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზა კი ერთადერთია, სხვა ვინმე უნდა შემიყვარდეს გაგიჟებით"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment