"დღეს, წიგნის მაგივრად კომპიუტერის ეკრანს არიან მიჩერებულნი, დომენიკო... წერილებიც აღარ მოაქვთ მტრედებს... წერილები ელექტრონული გახდა, ხოლო მტრედები გალიებში სხედან. ყველაფერს რაღაც აკლია თითქოს... წერილებს-ზედ შერჩენილი თითების სითბო... წიგნს – წიგნის სუნი."
Wednesday, March 18, 2015
დეილ კარნეგის 16 რჩევა:
1. გულწრფელად დაინტერესდი სხვა ადამიანებით;
2. გაიღიმეთ;
3. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარი სახელი;
4. უსმინეთ და ალაპარაკეთ;
5. ალაპარაკეთ იმაზე, რაც აინტერესებს თქვენს მოსაუბრეს;
6. გულწრფელად აგრძნობინეთ თქვენს მოსაუბრეს მისი მნიშვნელობა და ღირსება - დაიწყეთ მოსაუბრის შექებითა და მისი ღირსების გულწრფელი აღიარებით;
7. პირდაპირ არ მიუთითოთ შეცდომაზე;
8. ჯერ საკუთარ შეცდომაზე ისაუბრეთ, შემდეგ კი აკრიტიკეთ სხვა;
9. დაუსვით შეკითხვები მოსაუბრეს და არ ელაპარაკოთ ქედმაღლური ტონით;
10. მიეცით ადამიანს საკუთარი პრესტიჟის გადარჩენის საშუალება;
11. მიულოცეთ ყოველი წარმატება და აღნიშნეთ მისი წინსვლა;
12. შეუქმენით კარგი რეპუტაცია, რომლის გამართლებასაც შეეცდებიან;
13. გამოიყენეთ წახალისება, შექმენით წარმოდგენა, რომ ნაკლი, რომლის გამოსწორებაც სხვა ადამიანში გინდათ, ადვილი გამოსასწორებელია;
14. ესწრაფეთ, რომ ადამიანებს უხაროდეთ იმის კეთება, რასაც სთავაზობთ;
15. კამათში გამარჯვების საუკეთესო ხერხი, კამათის თავიდან აცილებაა;
16. თუ ბედი მოგიძღვნის ლიმონს, გააკეთე მისგან ლიმონათი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment