"მე არაჩვეულებრივ ქალს ვიღებდი ისე, როგორც ერთ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რამეს და ვინმეს.
ყველაზე უარესი კი ისაა, როცა გავაცნობიერე, ჩემმა სიამაყემ მაინც არ მომცა უფლება შევცვლილიყავი და მეღიარებინა შეცდომები, არ მეკინკლავა ყველაფერზე, როდესაც მას, უბრალოდ, ჩემი მხარდაჭერა სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ამ ქალმა ჩვენს ურთიერთობას რამდენჯერმე მისცა შესანიშნავი შანსი, ყოფილიყო ის არაჩვეულებრივი და ბოლოს, სავსებით სამართლიანად მიმატოვა.
ახლა სხვაზეა დაქორწინებული.
მე და ის ისევ კარგი მეგობრები ვართ და ჩვენ შორის ისევ არის ცოტაოდენი ვნების ნიშნები, მაგრამ არცერთ ჩვენგანს აღარ შეუძლია რაიმეს შეცვლა. ეს გარემოება დაახლოებით ჯოჯოხეთს წააგავს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი მირჩევნია იმას, რომ ის ვეღარასდროს ვნახო ჩემ ცხოვრებაში.
და რა ვისწავლე ამ სიტუაციიდან? ნუ იქნები იდიოტი.
აჩვენეთ თქვენ პარტნიორს, როგორ ძალიან აფასებთ.
და თუ საკუთარ თავს დაიჭერთ, მიხვდებით, რომ რაღაც სისულელე გააკეთეთ, გადადგით შესაბამისი ნაბიჯები და ეგ თქვენი სიამაყე ერთ ადგილას შეიტენეთ!"
დევიდ სტორსი (ბიზნესმენი)
No comments:
Post a Comment