"დღეს, წიგნის მაგივრად კომპიუტერის ეკრანს არიან მიჩერებულნი, დომენიკო... წერილებიც აღარ მოაქვთ მტრედებს... წერილები ელექტრონული გახდა, ხოლო მტრედები გალიებში სხედან. ყველაფერს რაღაც აკლია თითქოს... წერილებს-ზედ შერჩენილი თითების სითბო... წიგნს – წიგნის სუნი."
Wednesday, June 25, 2014
პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"
იმიტომ რომ როცა გიყვარს შეუძლებელია უდაბნოსავით ადგილზე იდგე ან ქარივით დაქროდე, ანდა მზესავით შორიდან უცქეროდე. სიყვარული ის ძალაა, რომელიც სამყაროს სულს ცვლის და ასხვაფერებს. როცა პირველად ჩავწვდი სამყაროს სულს მომეჩვენა რომ ის იყო თავად სრულყოფილება. შემდეგ კი მივხვდი, რომ ის ჩვენი ანარეკლია, მასშიც ბობოქრობს ვნებები და ბრძოლები. ჩვენ ვკვებავთ მას და მიწა რომელზეც ვცხოვრობთ, მხოლოდ მაშინ გახდება უკეთესი ან უარესი, თუ ჩვენ გავხდებით უკეთესები ან უარესები. აი, აქ ვლინდება სიყვარულის ძალა, რადგან როცა გიყვარს, ცდილობ უკეთესი გახდე."
პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"
- და მუდამ მიღალატებს?
- ღალატი ის დარტყმაა რომელსაც არ ელი. თუ გულს კარგად გაუგებ, ვეღარ გიღალატებს, რადგან შენ მისი ყველა ოცნება და სურვილი გეცოდინება და მის დაოკებასაც მოახერხებ. საკუთარი გულის კარნახისგან თავის დაღწევა ჯერ ვერავის მოუხერხებია. ამიტომაც აჯობებს ყური მიუგდო, ამით მოულოდნელ დარტყმებსაც აირიდებ. ოცნების ასრულებაში მხოლოდ ერთი რამ გვიშლის ხელს - დამარცხების შიში."
პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"
- თუ ის, რაც შენ იპოვე, კეთილი მასალისაგან არის ნაგები, ვერაფერი მოერევა. და შენც თამამად შეძლებ დაბრუნებას. ხოლო თუ ვარსკვლავის დაბადებასავით წუთიერი აფეთქება იყო, უკან მობრუნებული ვეღარაფერს იპოვი. სამაგიეროდ, იმით მაინც შეძლებ თავის დამშვიდებას, რომ თვალისმომჭრელი შუქი იხილე. მაშასადამე ღირდა ამის განცდა.
ის თითქოს ალქიმიაზე ლაპარაკობდა, მაგრამ სანტიაგო მიხვდა: ის მის შეყავრებულ ფატიმას გულისხმობდა."
პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"
- მივდივარ, - უთხრა მან, - მაგრამ მინდა იცოდე რომ აუცილებლად დავბრუნდები. მე შენ მიყვარხარ იმიტომ რომ . . .
- ნურაფერს იტყვი, - შეაწყვეტინა ქალიშვილმა, - უყვართ იმიტომ, რომ უყვართ. სიყვარულს ახსნა არ ჭირდება.
- მე შენ იმიტომ მიყვარხარ რომ მთელი სამყარო ხელს უწყობდა ჩვენს შეხვედრას.
ამ საუბარმა დაამწუხრა სანტიაგო. შინისკენ მიმავალ ყმაწვილს ახსენდებოდა, როგორ უჭირდათ მის ნაცნობ მყემსებს, ცოლებისთვის აეხსნათ რომ შორეული იალაღების გარეშე ვერ შეძლებდნენ არსებობას. სიყვარული ხომ ერთთავად
ითხოვს, იმის გვერდით იყო, ვინც გიყვარს."
პაულო კოელიოა - "ალქიმიკოსი"
Monday, June 23, 2014
პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"
"ყმაწვილი დარწმუნებული იყო დათქმულ დროს რომ არ მისულიყო გოგონა ვერც კი შეამჩნევდა, მას ხომ ყველა დღე ერთნაირად მიაჩნდა
და როცა ერთი დღე მეორეს გავს ადამიანები იმ მშვენიერებას ვეღარ ამჩნევენ რასაც ცხოვრება სთავაზობთ ყოველი მზის ამოსვლისას"
Sunday, June 15, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ რომ წარსული მოგონებები გტანჯავთ, 75 წლისას კი იმიტომ რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით - მეუღლეებს, ბოლოს კი ექიმებს. ხანდახან კი გიჩნდებათ ეჭვი, რომ მათ ყველას სინამდვილეში ფეხებზე კიდიხართ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი უკვე დაგვიანებულია. ერთ მშვენიერ დღეს კი ერთ-ერთი მათგანი მოვა და გეტყვით რომ თქვენ მალე მოკვდებით. და აი, ერთ წვიმიან დღეს ხის ყუთში ჩაგდებენ და მიწას მოგაყრიან."
Saturday, June 14, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
- ერთი მითხარი, გოგოებს რატომ გინდათ ჩვენი დათრევა და ხელიდან არ გაშვება ცოცხალი თავით?
- ვერ ვიტან ფრაზებს, რომლებსაც იწყებენ სიტყვებით "ვერ ვიტან"
- სიყვარულის შიმშილს შენ მიკლავ.
- გამუდმებით მატყუებ
- გატყუებ, მაგრამ უარესიც შემეძლო შენთვის გამეკეთებინა, მაგალითად ცოლად მომეყვანე.
იცით რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს, რომ "ნაიკები" იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან "ნაიკებს" რომ ნარკოტიკები იყიდონ. მეორე დღესღა გითხრა თამარამ რომ შენგან მიდიოდა.
- ე.ი. რა გამოდის, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა? მე კი შენს შეყვარებას ვიწყებდი.
- კარგი ახლა, არ გინდა! ეგ სიტყვები ბოლოს როცა მითხარი ჯერ ძალიან ადრე იყო, ახლა კი უკვე გვიანაა.
უკანასკნელად გაკოცა და მისი თხელი მაჯა ხელიდან გაგისრიალდა. თამარასაც ისე შეელიე, როგორც სხვებს შენს ცხოვრებაში. და იმ წუთიდან, როცა თამარამ კარი გაიხურა, თქვენს ერთად გატარებულ ყოველ წამზე საშინელი მონატრება დაგეწყო."
Friday, June 13, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
- თამარა, შენ ჩემგან არ გესწავლება რომ ბედნიერება ფულში არ არის- წამოვიწყე მე.
- კი, ახლა უკვე ვიცი შენი წყალობით. ადრე კი არ ვიცოდი. იმისთვის რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის ორივეს უნდა გაუსინჯო გემო.
- გინდა ცოლად მოგიყვანო?
- არა. მოკეტე ახლა! შენც ხომ მშვენივრად იცი რომ არ გიყვარვარ. თავიდან მინდოდა ცხოვრება მეც შენსავით უზრუნველად და უდარდელად გამეტარებინა. ერთი სიამოვნებიდან მეორეზე გავფრენილიყავი და სხვაზე არაფერზე მეფიქრა. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ძალიან მომბეზრდა. იცი, ვიფიქრე და გადავწყვიტე ასეთ ცხოვრებას შევეშვა. მიხედე შენ საცოლეს და შვილი ერთად გაზარდეთ. იმ გოგომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქარი გაგიკეთა - შვილი გაჩუქა და მიიღე ეს საჩუქარი რა მოგივიდა?
- ჩემო საყვარელო, საფრენგეთში ემიგრირებულო, თუ ღმერთი გწამს ერთი კარგად ამიხსენი: რატომ ხდება, რომ ქალი გიყვარდება, ერთად თავს მშვენივრად გრძნობთ და მერე უცებ ეს ქალი გადაწყვეტს ვნებიანი შეყვარებულიდან შენც და საკუთარი თავიც ბავშვების აღმზრდელებად აქციოს? ნუთუ ასეთი აუცილებელია ჩვენ შორის ქვეშაფსია და აღნავლებული ღლაპების ჯგრო იყოს, რომლებიც დღედაღამ ფეხებში გებლანდებიან და განმარტოების საშუალებას არ გაძლევენ? ნუთუ ასეთი ცუდია ორი ადამიანის ერთად ყოფნა ყოველგვარი ბავშვების და მოწმეების გარეშე? ძალიანაც მომწონდა, როცა ჩვენ მხოლოდ ორნი ვცხოვრობდით, რა საჭირო იყო მაინცდამაინც ოჯახი!
- ნუ ღრიალებ, გაიგე, ყელში ამომივიდა შენი ღრიალი! - ღრიალებს თვითონაც და ტირილს იწყებს. სლუკუნ-სლუკუნით იხოცავს ცხვირს. ღმერთო ჩემო რა ლამაზია! ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ"
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
Sunday, June 8, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
- ალო, სოფი! ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ?
- შენი ნომერი აღარ მაქვს.
- რას ქვია ჩემი ნომერი აღარ გაქვს?
- იმას ქვია, რომ წავშალე მობილურში.
- კი, მაგრამ რატომ?
- მეხსიერებაში ტყუილად ადგილს იკავებდა.
სოფიმ გაუთიშა, მერე ტელეფონი გათიშა, მეორე დღეს კი ახალი ნომერი აიღო.
ასე წაშალა სოფიმ ყველაფერი, რაც მის ხსოვნაში ზედმეტი იყო. ოქტავმა არ იცოდა რო მას რომანი ქონდა მარონიესთან. ერთი კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ქონდათ სექსი. მეტჯერ არც უნდოდათ. უბრალოდ, ერთად ყოფნა სიამოვნებდათ. უცებ მიხვდნენ რომ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან უბრალო და ნათელი იყო. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან, უბრალოდ თამასასს აღარ სწევენ ძალიან მაღლა; უფრო შემწყნარებლები ხდებიან, საკუთარ მარცხზე დაუფარავად ლაპარაკობენ და ყველაფერს აღიქვამენ ისე, როგორც არის; სიცოცხლის ყოველ წუთს უფრო მეტად აფასებენ. მარკი და სოფი ერთმანეთს არ უხდებოდნენ მაგრამ ერთად თავს კარგად გრძნობდნენ; ეს კი საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა."
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
თავიდან სოფი ძალიან იტანჯებოდა. დაშორდე საყვარელ ადამიანს, რომლის შვილსაც მუცლით ატარებ, ეს ზეადამიანურ ძალას, უფრო ზუსტად კი, არაადამიანურ სიძლიერეს მოითხოვს. ეს იგივეა დაჟანგული დანით, უანესთეზიოდ ფეხი მოგაჭრან. თანაც ოპერაცია უსასრულოდ გაგრძელდეს.
მერე შურისძიება გადაწყვიტა. სიყვარული სიძულვილში გადაეზარდა და ამიტომაც დაურეკა ოქტავის უფროსს რომელთანაც რამდენიმე წლის წინ მუშაობდა."
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
უცნაურია ამ საღამოს რა მემართება,
გიყურებ ისე, პირველად გხედავდე თითქოს,
გული კი ჩვენი სიყვარულის ლამაზი ისტორიის გადაფურცვლას და წაკითხვას ითხოვს.
არ ვიცი, როგორ გითხრა, როგორ გაგიმხილო
შენა ხარ ჩემი გუშინდელი და ხვალინდელი დღე.
ჩემი მარადიული ნეტარება.
ჩემი ერთადერთი სიმართლე.
რა გასასკვირია, რომ ზოგჯერ ლამაზი სიტყვები ზუსტად გამოხატავს ნამდვილ გრძნობებს.
შენა ხარ ის ქარი, რომელიც სევდიანად აკვნესებს ვიოლიონოს და შორს, უმოწყალოდ ერეკება ვარდების სურნელს.
მის თაობაში ვეღარავინ ბედავს ასე ლაპარაკს.
შენა ხარ ის ერთადერთი მთრთოლარე მუსიკა, რომელიც ვარსკვლავებს აცეკვებს.
ოქტავსა და მის გალეშილ ძმაკაცებს ბევრჯერ უღადავიათ ამ სიტყვების გაგონებისას. მაინც რა იყო აქ საღადაო და სასაცილო? რატომ გვეხამუშება რომანტიკული სიტყვების გაგონება? ჩვენ ჩვენი საკუთარი გრძნობების გვრცხვენია. ამაღლებულ სიტყვებს ვდევნით როგორც შავ ჭირს. აბა მაშ რა ვქნათ? საკუთარი უგრძნობლობა ვაქოთ და ვადიდოთ?
შენ ხარ ჩემი ოცნება, აკრძალული
სატანჯველი ჩემი, ერთადერთი
და იმედი, იმედიც ერთადერთი."
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
- რატომ არაფერს ამბობ?
- როცა არაფერს ვამბობ, კარგი ნიშანია: ე.ი. დამორცხვებული ვარ, ესეც კარგი ნიშანია: ე.ი. აღელვებული ვარ; როცა აღელვებული ვარ, ეს ხომ მთლად კარგი ნიშანია: ე.ი. შეყვარებული ვარ. ხოლო როცა შეყვარებული ვარ აი ეს კი ძალიან ცუდი ნიშანია. "
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
"ძვირფასო შეპყრობილებავ! ნუთუ არ გამოიჩენ მოწყალებას და არ გადამარჩენ ჩემივე საკუთარი თავიდან? თუ უარს მეტყვი, ფეხებს წყალში ჩავყოფ, თითებს შტეფსელში. შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ. დაბრუნდი. თუ დაბრუნდები, New Beetle -ს გიყიდი. კარგი, ვიცი, რომ ეს სულელური წინადადებაა, მაგრამ შენი ბრალია: მას შემდეგ, რაც შენ წახვედი, თანდათან უფრო სერიოზული ვხდები. მივხვდი, რომ სხვა შენნაირი გოგო არ არსებობს და აქედან დასკვნა გამოვიტანე: მე შენ მიყვარხარ."
ხელის მოწერას აზრი არ აქვს: სოფი ისედაც იცნობს ამ ძალიან გამორჩეულ და ორიგინალურ სტილს. ბარათი როგორც კი გაგზავნა, მაშინვე ინანა, რომ სოფის მუხლმოდრეკილი არ შეეხვეწა: "მიშველე, არ შემიძლია უშენოდ, ვერ ვძლებ, შეუძლებელია რომ ჩვენ ერთად არ ვიყოთ, შენ თუ დაგკარგავ ყველაფერს დავკარგავ" მის ფეხებთან უნდა დაცემულიყო და მუხლებზე ეკოცნა. აი ეს უნდა გაეკეთებინა. ღმერთო ჩემო ნუთუ ესეც ვერ შეძლო? "
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
Saturday, June 7, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
- სიყვარულს გულთან არაფერი ესაქმება. გული მხოლოდ და მხოლოდ ერთი საზიზღარი ორგანოა, სისხლის ამოსაქაჩი შლანგი და მეტი არაფერი. სიყვარული პირველ რიგში, ფილტვებს ემტერება. ამიტომ, გული მტკივა სიყვარულის გამოო, - ამას კი არ უნდა ვამბობდეთ, არამედ უნდა ვთქვათ, - ფილტვები დამეხშოო. ფილტვები ადამიანის ორგანოებს შორის ყველაზე რომანტიკულია; ყველა შეყვარებული ადამიანი ტუბერკულოზითაა დაავადებული.
ოქტავი კაიფში იყო და თავისთავს ელაპარაკებოდა."
Friday, June 6, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
"სოფიმ გამანადგურებელი მზერა გესროლა, მაგიდიდან წამოდგა და დარბაზიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა, რათა შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წასულიყო. უცნაური კი ამ სცენაში ის იყო, რომ როდესაც სოფი ტირილით წამოდგა და წავიდა, შენ ისეთი გრძნობა დაგეუფლა, თითქოს ის კი არა, შენ მიდიოდი და უკანმოუხედავად გარბოდი. შენ ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და ის ლაჩრული შვება იგრძენი, რომელიც ყველა განშორების თანმდევია. მერე კი ქაღალდის ხელსახოცზე მიაწერე: "ყველა განშორება სიყვარულის მიუნჰენია" და კიდევ: "ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია." და კიდევ: "ქალებთან ყოველთვის ერთნაირი ბაზარია, ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს რომ დაიკიდო" თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს."