Pages

Sunday, June 8, 2014

ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი

ჩვენმა გარუჯულმა ვალმონმა ოდილის ზურგი დაფად გამოიყენა და სოფის ღია ბარათი მიწერა:
"ძვირფასო შეპყრობილებავ! ნუთუ არ გამოიჩენ მოწყალებას და არ გადამარჩენ ჩემივე საკუთარი თავიდან? თუ უარს მეტყვი, ფეხებს წყალში ჩავყოფ, თითებს შტეფსელში. შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ. დაბრუნდი. თუ დაბრუნდები, New Beetle -ს გიყიდი. კარგი, ვიცი, რომ ეს სულელური წინადადებაა, მაგრამ შენი ბრალია: მას შემდეგ, რაც შენ წახვედი, თანდათან უფრო სერიოზული ვხდები. მივხვდი, რომ სხვა შენნაირი გოგო არ არსებობს და აქედან დასკვნა გამოვიტანე: მე შენ მიყვარხარ."
ხელის მოწერას აზრი არ აქვს: სოფი ისედაც იცნობს ამ ძალიან გამორჩეულ და ორიგინალურ სტილს. ბარათი როგორც კი გაგზავნა, მაშინვე ინანა, რომ სოფის მუხლმოდრეკილი არ შეეხვეწა: "მიშველე, არ შემიძლია უშენოდ, ვერ ვძლებ, შეუძლებელია რომ ჩვენ ერთად არ ვიყოთ, შენ თუ დაგკარგავ ყველაფერს დავკარგავ" მის ფეხებთან უნდა დაცემულიყო და მუხლებზე ეკოცნა. აი ეს უნდა გაეკეთებინა. ღმერთო ჩემო ნუთუ ესეც ვერ შეძლო? "

No comments: