Pages

Friday, June 13, 2014

ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"

"თამარამ მთელი გადამღები ჯგუფი გადარია. ყველანი მასზე ვგიჟდებით. ჩვენ შეგვეძლო ერთად ძალიან ბედნიერები ვყოფილიყავით მე რომ მუდმივად სხვაზე არ ვფიქრობდე. რატომ არის ეს ცხოვრება ისე მოწყობილი რომ ყოველთვის ისინი მჭირდება რომლებიც ჩემთან არ არიან?
- თამარა, შენ ჩემგან არ გესწავლება რომ ბედნიერება ფულში არ არის- წამოვიწყე მე.
- კი, ახლა უკვე ვიცი შენი წყალობით. ადრე კი არ ვიცოდი. იმისთვის რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის ორივეს უნდა გაუსინჯო გემო.
- გინდა ცოლად მოგიყვანო?
- არა. მოკეტე ახლა! შენც ხომ მშვენივრად იცი რომ არ გიყვარვარ. თავიდან მინდოდა ცხოვრება მეც შენსავით უზრუნველად და უდარდელად გამეტარებინა. ერთი სიამოვნებიდან მეორეზე გავფრენილიყავი და სხვაზე არაფერზე მეფიქრა. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ძალიან მომბეზრდა. იცი, ვიფიქრე და გადავწყვიტე ასეთ ცხოვრებას შევეშვა. მიხედე შენ საცოლეს და შვილი ერთად გაზარდეთ. იმ გოგომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქარი გაგიკეთა - შვილი გაჩუქა და მიიღე ეს საჩუქარი რა მოგივიდა?
- ჩემო საყვარელო, საფრენგეთში ემიგრირებულო, თუ ღმერთი გწამს ერთი კარგად ამიხსენი: რატომ ხდება, რომ ქალი გიყვარდება, ერთად თავს მშვენივრად გრძნობთ და მერე უცებ ეს ქალი გადაწყვეტს ვნებიანი შეყვარებულიდან შენც და საკუთარი თავიც ბავშვების აღმზრდელებად აქციოს? ნუთუ ასეთი აუცილებელია ჩვენ შორის ქვეშაფსია და აღნავლებული ღლაპების ჯგრო იყოს, რომლებიც დღედაღამ ფეხებში გებლანდებიან და განმარტოების საშუალებას არ გაძლევენ? ნუთუ ასეთი ცუდია ორი ადამიანის ერთად ყოფნა ყოველგვარი ბავშვების და მოწმეების გარეშე? ძალიანაც მომწონდა, როცა ჩვენ მხოლოდ ორნი ვცხოვრობდით, რა საჭირო იყო მაინცდამაინც ოჯახი!
- ნუ ღრიალებ, გაიგე, ყელში ამომივიდა შენი ღრიალი! - ღრიალებს თვითონაც და ტირილს იწყებს. სლუკუნ-სლუკუნით იხოცავს ცხვირს. ღმერთო ჩემო რა ლამაზია! ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ"

No comments: