"თუ კაცი მოუხელთებელია ქალი დაუმარცხებელია. სოფი ოქტავისგან გამოგზავნილ ღია ბარათს კითხულობდა და ვერაფერს საინტერესოს ვერ პოულობდა. მისგან ფეხმძიმედ იყო მაგრამ აღარ უყვარდა. უკვე ერთი თვე იყო რაც მარკ მარონიესთან ღალატობდა.
თავიდან სოფი ძალიან იტანჯებოდა. დაშორდე საყვარელ ადამიანს, რომლის შვილსაც მუცლით ატარებ, ეს ზეადამიანურ ძალას, უფრო ზუსტად კი, არაადამიანურ სიძლიერეს მოითხოვს. ეს იგივეა დაჟანგული დანით, უანესთეზიოდ ფეხი მოგაჭრან. თანაც ოპერაცია უსასრულოდ გაგრძელდეს.
მერე შურისძიება გადაწყვიტა. სიყვარული სიძულვილში გადაეზარდა და ამიტომაც დაურეკა ოქტავის უფროსს რომელთანაც რამდენიმე წლის წინ მუშაობდა."
No comments:
Post a Comment