კოსტანტინე გამსახურდია
"დღეს, წიგნის მაგივრად კომპიუტერის ეკრანს არიან მიჩერებულნი, დომენიკო... წერილებიც აღარ მოაქვთ მტრედებს... წერილები ელექტრონული გახდა, ხოლო მტრედები გალიებში სხედან. ყველაფერს რაღაც აკლია თითქოს... წერილებს-ზედ შერჩენილი თითების სითბო... წიგნს – წიგნის სუნი."
Thursday, December 4, 2014
Thursday, September 18, 2014
***
Не надо ожидать невозможного.
Ты будешь у меня, а я - у тебя.
Давай просто будем друг у друга.
Молча. Тихо. И по-настоящему."
Эрих Мария Ремарк
Friday, September 5, 2014
კომპანია Google–მა მის საძიებო სისტემაში დასმული ყველაზე უცნაური და სასაცილო შეკითხვების სია შეადგინა. მაშ ასე:
1. როცა კუ ბაკნის გარეშეა, უსახლკარო უნდა დავუძახოთ თუ შიშველი?
2. თუ ვინმე ცეცხლში დაიწვა და მოკვდა, კრემატორიუმში მასზე ფასდაკლება იქნება?
3. თუკი კატა ყოველთვის თათებზე ეცემა და კარაქიანი პური ყოველთვის კარაქის მხრიდან, რა მოხდება მაშინ, თუ კარაქიან პურს კატას ზურგზე მივამაგრებთ?
4. თუ სასამართლო სხდომას ყრუებიც დაესწრებიან, პროცესს მაინც მოსმენა დაერქმევა?
5. თუ ელექტროსკამზე დაჯდომამდე დამნაშავეს გულის შეტევა მოუვა, უშველიან?
6. თუ ტაქსის მძღოლი უკუსვლით დაძრავს მანქანას, მრიცხველიც პირიქით დატრიალდება?
7. თუ პოლიცია მუნჯს დააკავებს, მაინც ეტყვიან რომ დუმილის უფლება აქვს?
8. არის თუ არა უხერხული დაკრძალვაზე ვინმეს უთხრა დილა მშვიდობისა?
9. ორსულ ქალთან სექსი ჯგუფურ სექსად ითვლება?
10. არის თუ არა უზრდელობა, თუკი სტომატოლოგის სკამზე ჯდომისას დაამთქნარებ და პირზე ხელს არ აიფარებ?
Friday, August 15, 2014
ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, შეიყვარე"
შესანიშნავად დაწერილი წერილი. რა თქმა უნდა! ის ხომ შესანიშნავად წერდა წერილებს. ის მეთანხმება, რომ უკვე დროა ერთმანეთს სამუდამოდ დავემშვიდობოთ, რომ თავადაც ამას ფიქრობდა. მან ვერ შეძლო უფრო გულმოწყალე პასუხის გაცემა. ყვებოდა თავის განცდებზე, ასეთი დანაკარგის გამო. მთელი გულით წუხდა და მტკივნეულად განიცდიდა რომ ვერ მაგრძნობინა, როგორ მაღმერთებდა, რომ სიტყვებს ვერ პოულობდა ამის გამოსახატად. "ჩვენ ხომ სხვებივით არ ვართ", ამბობდა ის, რა თქმა უნდა, ოდესმე მეც ვიპოვიდი ჩემს დიდ სიყვარულს, ის დარწმუნებული იყო ამაში. "სილამაზე იზიდავს სილამაზეს", დასძინა ბოლოს. რა საყვარლად თქვა... ნამდვილად. მაგრამ ხომ შეიძლებოდა ასევე საყვარლად მოეწერა ჩემი ცხოვრების სიყვარულს: "დაბრუნდი! არ დამშორდე! შევიცვლები!" მაგრამ არ მომწერა... კარგა ხანს ვიჯექი და სევდიანად მივშტერებოდი კომპიუტერის ეკრანს, მაგრამ სადღაც შიგნით ვგრძნობდი რომ ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, ვგრძნობდი და ასეც იყო"
Wednesday, August 13, 2014
ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთად, უბედურები და ამავე დროს ბედნიერები, რომ ცალ-ცალკე არ ვართ. მოდი ეს იყოს გამოცდა იმისა თუ რა საშინლად მიყვარს ეს ბიჭი და მის ასეთ შემოთავაზებაზე სერიოზულად ვფიქრობ ბოლო ათი თვის განმავლობაში. არის კიდევ ერთი გზა, რომელსაც გონება ორივეს გვკარნახობს, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა შეიცვალოს. უნდა გახდეს უფრო გახსნილი და მოსიყვარულე, უარი არ უნდა თქვას სიყვარულზე იმის შიშით, რომ ის სულს შეუჭამს, ან უნდა ისწავლოს, როგორ შეწყვიტოს მისი სულის ამოხდა."
Monday, August 11, 2014
ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
ელიზაბეტ ჯილბერტი - " ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, შეიყვარე"
Sunday, August 10, 2014
ელიზაბეტ ჯილბერტი - " ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
ყველა სირთულის მიუხედავად, განშორება მარტო ცხოვრებას უკეთ მასწავლიდა და მაჩვევდა, გამოცდილებას კი ჩემში უდიდესი გარდატეხა შემოჰქონდა."
ელიზაბეტ ჯილბერტი - " ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
ამასობაში კი შენს სათაყვანებელ ადამიანს თავიდან იშორებ, რადგან ისე გიყურებს თითქოს არასდროს შეხვედრიხარ და ვითომც გაგიჟებით არ უყვარდი. აი ბედის ირონია! თანაც ხვდები რომ ის არ არის დამნაშავე. საკუთარ თავს უნდა დააბრალო ყველაფერი, საკუთარ თავს გავუუცხოვდი, ძნელად საცნობი და პათეტიკური გავხდი. სიყვარულის სიმხურვალემ მალე გაიარა. დავრჩი გაწბილებული. თვითშეფასების უნარიც დავკარგე. თუმცა როგორც ხედავთ, დღეს ამ ყველაფრის შესახებ მშვიდად და აუღელვებლად ვწერ... დრო მართლაცდა ყველაფრის მკურნალია."
ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
ამ დროს კი ჩვენ ჩვენი პარტნიორის მსგავს პერსონაჟებს ვიგონებთ და მათგანვე ვითხოვთ ისეთები იყვნენ როგორებიც ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ როცა ისინი უარს ამბობენ ჩვენ მიერ შემოთავაზებული როლის განსახიერებაზე, მაშინვე მიწას ვენარცხებით და ფრთები გვემსხვრევა..."
ელიზაბეტ ჯილბერტი - "ჭამე, ილოცე, გიყვარდეს"
Wednesday, June 25, 2014
პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"
იმიტომ რომ როცა გიყვარს შეუძლებელია უდაბნოსავით ადგილზე იდგე ან ქარივით დაქროდე, ანდა მზესავით შორიდან უცქეროდე. სიყვარული ის ძალაა, რომელიც სამყაროს სულს ცვლის და ასხვაფერებს. როცა პირველად ჩავწვდი სამყაროს სულს მომეჩვენა რომ ის იყო თავად სრულყოფილება. შემდეგ კი მივხვდი, რომ ის ჩვენი ანარეკლია, მასშიც ბობოქრობს ვნებები და ბრძოლები. ჩვენ ვკვებავთ მას და მიწა რომელზეც ვცხოვრობთ, მხოლოდ მაშინ გახდება უკეთესი ან უარესი, თუ ჩვენ გავხდებით უკეთესები ან უარესები. აი, აქ ვლინდება სიყვარულის ძალა, რადგან როცა გიყვარს, ცდილობ უკეთესი გახდე."
პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"
- და მუდამ მიღალატებს?
- ღალატი ის დარტყმაა რომელსაც არ ელი. თუ გულს კარგად გაუგებ, ვეღარ გიღალატებს, რადგან შენ მისი ყველა ოცნება და სურვილი გეცოდინება და მის დაოკებასაც მოახერხებ. საკუთარი გულის კარნახისგან თავის დაღწევა ჯერ ვერავის მოუხერხებია. ამიტომაც აჯობებს ყური მიუგდო, ამით მოულოდნელ დარტყმებსაც აირიდებ. ოცნების ასრულებაში მხოლოდ ერთი რამ გვიშლის ხელს - დამარცხების შიში."
პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"
- თუ ის, რაც შენ იპოვე, კეთილი მასალისაგან არის ნაგები, ვერაფერი მოერევა. და შენც თამამად შეძლებ დაბრუნებას. ხოლო თუ ვარსკვლავის დაბადებასავით წუთიერი აფეთქება იყო, უკან მობრუნებული ვეღარაფერს იპოვი. სამაგიეროდ, იმით მაინც შეძლებ თავის დამშვიდებას, რომ თვალისმომჭრელი შუქი იხილე. მაშასადამე ღირდა ამის განცდა.
ის თითქოს ალქიმიაზე ლაპარაკობდა, მაგრამ სანტიაგო მიხვდა: ის მის შეყავრებულ ფატიმას გულისხმობდა."
პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"
- მივდივარ, - უთხრა მან, - მაგრამ მინდა იცოდე რომ აუცილებლად დავბრუნდები. მე შენ მიყვარხარ იმიტომ რომ . . .
- ნურაფერს იტყვი, - შეაწყვეტინა ქალიშვილმა, - უყვართ იმიტომ, რომ უყვართ. სიყვარულს ახსნა არ ჭირდება.
- მე შენ იმიტომ მიყვარხარ რომ მთელი სამყარო ხელს უწყობდა ჩვენს შეხვედრას.
ამ საუბარმა დაამწუხრა სანტიაგო. შინისკენ მიმავალ ყმაწვილს ახსენდებოდა, როგორ უჭირდათ მის ნაცნობ მყემსებს, ცოლებისთვის აეხსნათ რომ შორეული იალაღების გარეშე ვერ შეძლებდნენ არსებობას. სიყვარული ხომ ერთთავად
ითხოვს, იმის გვერდით იყო, ვინც გიყვარს."
პაულო კოელიოა - "ალქიმიკოსი"
Monday, June 23, 2014
პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"
"ყმაწვილი დარწმუნებული იყო დათქმულ დროს რომ არ მისულიყო გოგონა ვერც კი შეამჩნევდა, მას ხომ ყველა დღე ერთნაირად მიაჩნდა
და როცა ერთი დღე მეორეს გავს ადამიანები იმ მშვენიერებას ვეღარ ამჩნევენ რასაც ცხოვრება სთავაზობთ ყოველი მზის ამოსვლისას"
Sunday, June 15, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ რომ წარსული მოგონებები გტანჯავთ, 75 წლისას კი იმიტომ რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით - მეუღლეებს, ბოლოს კი ექიმებს. ხანდახან კი გიჩნდებათ ეჭვი, რომ მათ ყველას სინამდვილეში ფეხებზე კიდიხართ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი უკვე დაგვიანებულია. ერთ მშვენიერ დღეს კი ერთ-ერთი მათგანი მოვა და გეტყვით რომ თქვენ მალე მოკვდებით. და აი, ერთ წვიმიან დღეს ხის ყუთში ჩაგდებენ და მიწას მოგაყრიან."
Saturday, June 14, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
- ერთი მითხარი, გოგოებს რატომ გინდათ ჩვენი დათრევა და ხელიდან არ გაშვება ცოცხალი თავით?
- ვერ ვიტან ფრაზებს, რომლებსაც იწყებენ სიტყვებით "ვერ ვიტან"
- სიყვარულის შიმშილს შენ მიკლავ.
- გამუდმებით მატყუებ
- გატყუებ, მაგრამ უარესიც შემეძლო შენთვის გამეკეთებინა, მაგალითად ცოლად მომეყვანე.
იცით რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს, რომ "ნაიკები" იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან "ნაიკებს" რომ ნარკოტიკები იყიდონ. მეორე დღესღა გითხრა თამარამ რომ შენგან მიდიოდა.
- ე.ი. რა გამოდის, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა? მე კი შენს შეყვარებას ვიწყებდი.
- კარგი ახლა, არ გინდა! ეგ სიტყვები ბოლოს როცა მითხარი ჯერ ძალიან ადრე იყო, ახლა კი უკვე გვიანაა.
უკანასკნელად გაკოცა და მისი თხელი მაჯა ხელიდან გაგისრიალდა. თამარასაც ისე შეელიე, როგორც სხვებს შენს ცხოვრებაში. და იმ წუთიდან, როცა თამარამ კარი გაიხურა, თქვენს ერთად გატარებულ ყოველ წამზე საშინელი მონატრება დაგეწყო."
Friday, June 13, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
- თამარა, შენ ჩემგან არ გესწავლება რომ ბედნიერება ფულში არ არის- წამოვიწყე მე.
- კი, ახლა უკვე ვიცი შენი წყალობით. ადრე კი არ ვიცოდი. იმისთვის რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის ორივეს უნდა გაუსინჯო გემო.
- გინდა ცოლად მოგიყვანო?
- არა. მოკეტე ახლა! შენც ხომ მშვენივრად იცი რომ არ გიყვარვარ. თავიდან მინდოდა ცხოვრება მეც შენსავით უზრუნველად და უდარდელად გამეტარებინა. ერთი სიამოვნებიდან მეორეზე გავფრენილიყავი და სხვაზე არაფერზე მეფიქრა. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ძალიან მომბეზრდა. იცი, ვიფიქრე და გადავწყვიტე ასეთ ცხოვრებას შევეშვა. მიხედე შენ საცოლეს და შვილი ერთად გაზარდეთ. იმ გოგომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქარი გაგიკეთა - შვილი გაჩუქა და მიიღე ეს საჩუქარი რა მოგივიდა?
- ჩემო საყვარელო, საფრენგეთში ემიგრირებულო, თუ ღმერთი გწამს ერთი კარგად ამიხსენი: რატომ ხდება, რომ ქალი გიყვარდება, ერთად თავს მშვენივრად გრძნობთ და მერე უცებ ეს ქალი გადაწყვეტს ვნებიანი შეყვარებულიდან შენც და საკუთარი თავიც ბავშვების აღმზრდელებად აქციოს? ნუთუ ასეთი აუცილებელია ჩვენ შორის ქვეშაფსია და აღნავლებული ღლაპების ჯგრო იყოს, რომლებიც დღედაღამ ფეხებში გებლანდებიან და განმარტოების საშუალებას არ გაძლევენ? ნუთუ ასეთი ცუდია ორი ადამიანის ერთად ყოფნა ყოველგვარი ბავშვების და მოწმეების გარეშე? ძალიანაც მომწონდა, როცა ჩვენ მხოლოდ ორნი ვცხოვრობდით, რა საჭირო იყო მაინცდამაინც ოჯახი!
- ნუ ღრიალებ, გაიგე, ყელში ამომივიდა შენი ღრიალი! - ღრიალებს თვითონაც და ტირილს იწყებს. სლუკუნ-სლუკუნით იხოცავს ცხვირს. ღმერთო ჩემო რა ლამაზია! ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ"
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
Sunday, June 8, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
- ალო, სოფი! ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ?
- შენი ნომერი აღარ მაქვს.
- რას ქვია ჩემი ნომერი აღარ გაქვს?
- იმას ქვია, რომ წავშალე მობილურში.
- კი, მაგრამ რატომ?
- მეხსიერებაში ტყუილად ადგილს იკავებდა.
სოფიმ გაუთიშა, მერე ტელეფონი გათიშა, მეორე დღეს კი ახალი ნომერი აიღო.
ასე წაშალა სოფიმ ყველაფერი, რაც მის ხსოვნაში ზედმეტი იყო. ოქტავმა არ იცოდა რო მას რომანი ქონდა მარონიესთან. ერთი კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ქონდათ სექსი. მეტჯერ არც უნდოდათ. უბრალოდ, ერთად ყოფნა სიამოვნებდათ. უცებ მიხვდნენ რომ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან უბრალო და ნათელი იყო. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან, უბრალოდ თამასასს აღარ სწევენ ძალიან მაღლა; უფრო შემწყნარებლები ხდებიან, საკუთარ მარცხზე დაუფარავად ლაპარაკობენ და ყველაფერს აღიქვამენ ისე, როგორც არის; სიცოცხლის ყოველ წუთს უფრო მეტად აფასებენ. მარკი და სოფი ერთმანეთს არ უხდებოდნენ მაგრამ ერთად თავს კარგად გრძნობდნენ; ეს კი საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა."
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
თავიდან სოფი ძალიან იტანჯებოდა. დაშორდე საყვარელ ადამიანს, რომლის შვილსაც მუცლით ატარებ, ეს ზეადამიანურ ძალას, უფრო ზუსტად კი, არაადამიანურ სიძლიერეს მოითხოვს. ეს იგივეა დაჟანგული დანით, უანესთეზიოდ ფეხი მოგაჭრან. თანაც ოპერაცია უსასრულოდ გაგრძელდეს.
მერე შურისძიება გადაწყვიტა. სიყვარული სიძულვილში გადაეზარდა და ამიტომაც დაურეკა ოქტავის უფროსს რომელთანაც რამდენიმე წლის წინ მუშაობდა."
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
უცნაურია ამ საღამოს რა მემართება,
გიყურებ ისე, პირველად გხედავდე თითქოს,
გული კი ჩვენი სიყვარულის ლამაზი ისტორიის გადაფურცვლას და წაკითხვას ითხოვს.
არ ვიცი, როგორ გითხრა, როგორ გაგიმხილო
შენა ხარ ჩემი გუშინდელი და ხვალინდელი დღე.
ჩემი მარადიული ნეტარება.
ჩემი ერთადერთი სიმართლე.
რა გასასკვირია, რომ ზოგჯერ ლამაზი სიტყვები ზუსტად გამოხატავს ნამდვილ გრძნობებს.
შენა ხარ ის ქარი, რომელიც სევდიანად აკვნესებს ვიოლიონოს და შორს, უმოწყალოდ ერეკება ვარდების სურნელს.
მის თაობაში ვეღარავინ ბედავს ასე ლაპარაკს.
შენა ხარ ის ერთადერთი მთრთოლარე მუსიკა, რომელიც ვარსკვლავებს აცეკვებს.
ოქტავსა და მის გალეშილ ძმაკაცებს ბევრჯერ უღადავიათ ამ სიტყვების გაგონებისას. მაინც რა იყო აქ საღადაო და სასაცილო? რატომ გვეხამუშება რომანტიკული სიტყვების გაგონება? ჩვენ ჩვენი საკუთარი გრძნობების გვრცხვენია. ამაღლებულ სიტყვებს ვდევნით როგორც შავ ჭირს. აბა მაშ რა ვქნათ? საკუთარი უგრძნობლობა ვაქოთ და ვადიდოთ?
შენ ხარ ჩემი ოცნება, აკრძალული
სატანჯველი ჩემი, ერთადერთი
და იმედი, იმედიც ერთადერთი."
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
- რატომ არაფერს ამბობ?
- როცა არაფერს ვამბობ, კარგი ნიშანია: ე.ი. დამორცხვებული ვარ, ესეც კარგი ნიშანია: ე.ი. აღელვებული ვარ; როცა აღელვებული ვარ, ეს ხომ მთლად კარგი ნიშანია: ე.ი. შეყვარებული ვარ. ხოლო როცა შეყვარებული ვარ აი ეს კი ძალიან ცუდი ნიშანია. "
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
"ძვირფასო შეპყრობილებავ! ნუთუ არ გამოიჩენ მოწყალებას და არ გადამარჩენ ჩემივე საკუთარი თავიდან? თუ უარს მეტყვი, ფეხებს წყალში ჩავყოფ, თითებს შტეფსელში. შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ. დაბრუნდი. თუ დაბრუნდები, New Beetle -ს გიყიდი. კარგი, ვიცი, რომ ეს სულელური წინადადებაა, მაგრამ შენი ბრალია: მას შემდეგ, რაც შენ წახვედი, თანდათან უფრო სერიოზული ვხდები. მივხვდი, რომ სხვა შენნაირი გოგო არ არსებობს და აქედან დასკვნა გამოვიტანე: მე შენ მიყვარხარ."
ხელის მოწერას აზრი არ აქვს: სოფი ისედაც იცნობს ამ ძალიან გამორჩეულ და ორიგინალურ სტილს. ბარათი როგორც კი გაგზავნა, მაშინვე ინანა, რომ სოფის მუხლმოდრეკილი არ შეეხვეწა: "მიშველე, არ შემიძლია უშენოდ, ვერ ვძლებ, შეუძლებელია რომ ჩვენ ერთად არ ვიყოთ, შენ თუ დაგკარგავ ყველაფერს დავკარგავ" მის ფეხებთან უნდა დაცემულიყო და მუხლებზე ეკოცნა. აი ეს უნდა გაეკეთებინა. ღმერთო ჩემო ნუთუ ესეც ვერ შეძლო? "
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
Saturday, June 7, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი
- სიყვარულს გულთან არაფერი ესაქმება. გული მხოლოდ და მხოლოდ ერთი საზიზღარი ორგანოა, სისხლის ამოსაქაჩი შლანგი და მეტი არაფერი. სიყვარული პირველ რიგში, ფილტვებს ემტერება. ამიტომ, გული მტკივა სიყვარულის გამოო, - ამას კი არ უნდა ვამბობდეთ, არამედ უნდა ვთქვათ, - ფილტვები დამეხშოო. ფილტვები ადამიანის ორგანოებს შორის ყველაზე რომანტიკულია; ყველა შეყვარებული ადამიანი ტუბერკულოზითაა დაავადებული.
ოქტავი კაიფში იყო და თავისთავს ელაპარაკებოდა."
Friday, June 6, 2014
ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"
"სოფიმ გამანადგურებელი მზერა გესროლა, მაგიდიდან წამოდგა და დარბაზიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა, რათა შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წასულიყო. უცნაური კი ამ სცენაში ის იყო, რომ როდესაც სოფი ტირილით წამოდგა და წავიდა, შენ ისეთი გრძნობა დაგეუფლა, თითქოს ის კი არა, შენ მიდიოდი და უკანმოუხედავად გარბოდი. შენ ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და ის ლაჩრული შვება იგრძენი, რომელიც ყველა განშორების თანმდევია. მერე კი ქაღალდის ხელსახოცზე მიაწერე: "ყველა განშორება სიყვარულის მიუნჰენია" და კიდევ: "ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია." და კიდევ: "ქალებთან ყოველთვის ერთნაირი ბაზარია, ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს რომ დაიკიდო" თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს."
Thursday, April 10, 2014
***
* * *
– თქვენ ყოველთვის კარგ ხასიათზე ხართ, არასდროს არ ბრაზობთ. მასწავლეთ როგორ გავხდე მეც ასეთი.
მოხუცი დათანხმდა და თხოვა მას მოეტანა კარტოფილი და გამჭვირვალე პაკეტი.
– როცა ვინმეზე გაბრაზდები ან განაწყენდები, აიღე ეს კარტოფილი, ერთ მხარეზე დააწერე შენი სახელი, ხოლო მეორე მხარეს იმ ადამიანის სახელი, ვისთანაც კონფლიქტი მოგივიდა და შემდეგ ჩადე ის პაკეტში.
– სულ ეს არის? – იკითხა ახალგაზრდამ გაოცებით.
– არა, – უპასუხა მოხუცმა. – შენ ეს პაკეტი სულ თან უნდა ატარო და ყოველთვის, როცა ვინმეზე გაბრაზდები, მასში ახალი კარტოფილი უნდა ჩაამატო.
ახალგაზრდა დათანხმდა.
გავიდა დრო. პაკეტი თითქმის გაივსო და დამძიმდა. მისი ტარება უკვე არ იყო მოსახერხებელი, თანაც იმ კარტოფილმა, რომელიც პირველად ჩადეს პაკეტში, ლპობა დაიწყო.
ახალგაზრდა მივიდა კვლავ მოხუცთან და უთხრა:
– ამის ტარება უკვე შეუძლებელია. ჯერ ერთი პაკეტი ძალიან მძიმეა, მეორეც – კარტოფილი გაფუჭდა და ყარს.
– სწორედ მსგავსი რამ ხდება შენს სულშიც. როცა ვინმეზე ბრაზდები, წყენა ან მრისხანება გიპყრობს, მაშინ სულში ჩნდება მძიმე ქვა. შენ უბრალოდ ამას მაშინ ვერ ამჩნევ. შემდეგ, რამდენჯერაც განმეორდება მსგავსი სიტუაცია, იმდენჯერ იმატებს ქვების რაოდენობაც და ასე თანდათანობით ყალიბდება ერთგვარი ქმედებების ჯაჭვი, რომლისგანაც შემდგომში ფორმირდება გარკვეული ჩვევები. ეს ჩვევები თავის მხრივ აყალიბებენ ისეთ მანკიერ თვისებებს, რომლებიც ხრწნიან ადამიანს სულიერად, გონებრივად და ფიზიკურად.
მე შენ დაგანახე მთელი ეს პროცესი გვერდიდან, დამკვირვებლის თვალით და ახლა არჩევანი შენზეა…
ჩვენს მანკიერ თვისებებს ჩვენ თვითონ ვშობთ, ამიტომ ყოველთვის, როცა იგრძნობ, რომ ბრაზი და მრისხანება გიპყრობს, კარგად დაფიქრდი, გჭირდება კი დამპალი კარტოფილით სავსე პაკეტის თრევა?
Thursday, March 27, 2014
ორჰან ფამუქი - "უმანკოების მუზეუმი"
მინდა ეს მწარე გაკვეთილი იცოდე და ჩემი გესმოდეს.
ახლა ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. ვდარდობ რომ კარგად ვერ ვაგრძნობინე როგორ მიყვარდა. ათიათასჯერ რომ არ გავუმეორე როგორი ლამაზი, სასურველი და ძვირფასი იყო ჩემთვის. ოქროს გული ქონდა, ძალიან ჭკვიანი და გულითადი იყო. ჩვენში მოხდენილ ქალიშვილებს სჩვევიათ თავიანთი სილამაზის იარაღად გამოყენება და თავის ისე დაჭერა თითქოს მათი მომხიბვლელობა ღმერთის კი არა თავიანთი დამსახურება იყოს. მას კი ასეთი ამპარტავნება სულაც არ ქონდა...
დღეს აღარ მყავს და უკვე მრავალი წელია, თავისთვის ვერ მიპატიებია რომ როგორც საჭიროა ისე ვერ მოვეპყარი და სათანადო პატივი ვერ მივაგე.
შვილო იცოდე რომ ქალს თავის დროზე უნდა მოეფერო და კარგად მოექცე. დღევანდელი დარიგებები არ დაივიწყო და შენი გოგონა არ გაანაწყენო. ზოგი ქალებს ცუდად ექცევა, გარეთ კი გაჯგიმული დადის. მათ არ დაემგვანო იცოდე და ეს ჩემი დარიგებებიც ხშირად გაიხსენე."
Thursday, January 30, 2014
***
ვსხედვართ ცარიელ ოთახებში - მოციმციმე ეკრანებთან,
სხვის ცხოვრებებს უგემურად ვღეჭავთ და ვღეჭავთ
და არაფერი ხდება ნამდვილი.
მოხდეს აი, მაგალითად
ჰამაკი, ეზო, ცვივა თუთა, ვაშლი ვარდება.
მოხდეს სოფელი, მეხი - ცაზე, მოხდეს ქალაქი,
წყვილი - გამზირზე,
ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს და ქუჩა გადაჭრეს.
მოხდეს ზაფხულის სიგრილე, ჭრელი პლედი, თბილი საღამო,
ჩაი და ძველი გაზეთები."
ბავშვების წერილები ღმერთს:
ღმერთო მე ცოტა ხნის წინ მომპარეს ოცდათხუთმეტი ცენტი. გააკეთე ისე, რომ ვინც ის მოიპარა, დაკარგოს და მე ვიპოვო. ის რა თქმა უნდა შენ შემოგჩივლებს თავის ბედს, ასე რომ მე და შენ გვეცოდინება ვინ არის ქურდი და შემდეგ ჩვენ დავსჯით მას თავისი ცოდვების გამო.
შენი ოლეგი. (IV კლ.)
ღმერთო გთხოვ გააკეთე ისე რომ მქონდეს კარგი ხელწერა, მაშინ მე ნორმალურად დავწერ საკონტროლოებს და შენც აღარ გაგიჭირდება ჩემი წერილების წაკითხვა.
სონია (II კლ.)
მინდა რო მშვიდობა იყოს დედამიწაზე, ყველა კარგად იყოს, მინდა მალე გადავიდე მესამე კლასში და მინდა ჩქაროსნული ველოსიპედი და კიდე ტუალეტში მინდა.
ედიკ (II კლ.)
ნეტა შევუყვარდე იმას, ვინც მე მიყვარს და მე მასზე დიდი ხნით დავქორწინდები.
დიმიტრი (III კლ.)
ღმერთო როგორ ცხოვრობ ცაში? მანდ ყველაფერი გაქვს? იქნებ რამე გჭირდება?
ზინა (III კლ.)
სხვადასხვა წიგნებში სხვადასხვანაირად ხარ აღწერილი და მაინტერესებს სინამდვილეში როგორი ხარ. იქნებ მითხრა სად შეიძლება ვნახო შენი ნამდვილი ფოტო?
რაя (III კლ.)
ღმერთო დამეხმარე გთხოვ რომ კარგად ვისწავლო სკოლაში მთელი ცხოვრება.
ვერკა (I კლ.)
როდესაც ჩემი ძაღლი წავა ამ ქვეყნიდან, გთხოვ ისე ქენი რომ ის შენთან მოხვდეს. შენი ნადმვილი მეგობარი გეყოლება. ყოველ საღამოს 7 საათზე გაიყვანე ხოლმე სასეირნოდ, ისე ყველაფერს ჭამს, ოღონდ არასდროს უყვირო თორემ შეიძლება გიკბინოს.
ჟორა ( II კლ.)
"დათა თუთაშხია"
- არა.
- რატომ? არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს?
- ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.
- აბა რა არის?
- რა ვიცი, როგორ გითხრა... მოწონებაა, გატაცებაა ალბათ. ხორციელია ეგ, სიყვარული სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე.
ჭაბუა ამირეჯიბი
„მთვარის მოტაცება"
კოსტანტინე გამსახურდია
***
დამიჯერე რაა...
ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ აღარ იჯერებს.
შენც ხომ ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი...
მე კი რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ.
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე.
ზოგჯერ მეშინია კიდეც, სიმარტოვის მეშინია.
დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან, ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს, როგორიც იყავ..."
გ. ჩოხელი
ერლენდ ლუ - "ნაივური. სუპერი."
შიგნით სახლში კი სამი დაღონებული ბავშვი ზის. მათთვის მეორე დღეს არანაირი შობის დღესასწაული აღარ დადგება.
პოლიციელები ქალს უმტკიცებენ რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან ასეთი ქურდობები თითქმის არ იხსნება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ინიშნავენ თუ რა სათამაშოები წაიღეს ქურდებმა. პოლიციელები თავიანთ მანქანაში სხდებიან და თავისთვის საუბრობენ, საზიზღარი სიტუაციააო, საზოგადოება არასწორ გზას ადგასო და ა.შ. მერე გადაწყვეტენ იმ ქალის შვილებს თავად უყიდონ საჩუქრები და ყველაფრის საფასური თვითონ გადაიხადონ, მაინც შობაა და მათ რაც ჭირდებათ ყველაფერი აქვთ, იმ უბედურ ქალს და მის შვილებს კი არაფერი აბადიათ. პოლიციელები სათამაშოების მაღაზიასთან ჩერდებიან და ფურცელზე ჩანიშნულ სათამაშოებს ყიდულობენ, რამდენიმე ასეული დოლარის. ისინი მაღაზიის გამყიდველს გაესაუბრებიან და გაუმხელენ რაშია საქმე. მფლობელს ამ „პროექტის“ მიზანი გულს უჩუყებს და ამბობს რომ საფასურის ნახევარს თავად გადაიხდის, კარზე ხომ შობაა მომდგარი!
როდესაც პოლიციელები მანქანაში სხდებიან და გეზს ქალის სახლისკენ იღებენ, მოულოდნელად დაუყონებლივ იძახებენ შტაბში.
შტაბში უფროსი ახსნა-განმარტებას სთხოვს. როგორც მოგვიანებით ირკვევა მაღაზიის მფლობელს ერთ-ერთ ტელეარხში დაურეკავს, მათ კი ამ ორი პოლიციელისგან ინტერვიუს აღება მონდომებიათ. ხალხი ამგვარ სასიამოვნო სიახლეებს ხომ ძალიან იშვიათად ისმენს, თანაც შობა ახლოვდება და ერის გასაერთიანებლად ასეთი მშვენიერი ისტორია მისწრებაა. ტალღა გორდება.
ამ სიახლეს უკვე სხვა ტელეარხებიც ატრიალებენ. მალე მთელი ამერიკა იგებს ამ ამბავს და პოლიციელები ნაცნობ-მეგობრებისგან მილოცვებს ვერ აუდიან, თვით პრეზიდენტიც კი ურეკავს და უცხადებს რომ მათით ამაყობს.
ხალხი იმ უბედურ ქალს ფულს და საჩუქრებს უგზავნის. ვიღაც კაცი მას ახალ ბინასაც კი პირდება უკეთეს უბანში. მოულოდნელად ყველას ახსენდება რომ თავად ქალმა ამის შესახებ არაფერი იცის. მას ხომ არც ტელევიზორი აქვს და არც რადიო. ის და მისი შვილები ცარიელ სახლში სხედან და სადღესასწაულო განწყობა სულაც არ აქვთ.
პოლიციელები გადაწყვეტენ შობის დადგომამდე მოიცადონ. მეორე დილით ქალი იღვიძებს და ბავშვებსაც აღვიძებს რომ საავადმყოფოში წავიდნენ და თავიანთ კიბოთი დაავადებულ დას შობა მიულოცონ.
ბავშვები სწუხან დაიკოსთან უსაჩუქროდ მისვლა არ უნდათ, მაგრამ დედა ამშვიდებს- მათ ხომ ერთმანეთი ყავთ და ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მოულოდნელად მათ პოლიციელების მანქანის სირენების ხმა ესმით. ქალი ოხვრით ამბობს რომ ადამიანებს ამ წმინდა დღესაც კი არ შეუძლიათ ერთამენითს მიმართ სიკეთე გამოიჩინონ. მაგრამ ამ დროს მისი ვაჟიშვილი ფანჯარაში იხედება და ხედავს ქუჩა უამრავი ხალხით, სატვირთო მანქანებით, ჟურნალისტებით და ტელეკამერებითაა სავსე. საჩუქრებით ხელდამშვენებული ის ორი პოლიციელიც იქვე დგას.
სახლში ავეჯის შეტანას იწყებენ. ქალი ვერ ხვდება რაშია საქმე. მაგრამ მოულოდნელად პოლიციელებს ცნობს. ისინი ქალს ეხვევიან და 18 000 დოლარის ჩეკს გადასცემენ.
ქალი ტირის.
ცოტას მეც ვტირი."
***
"ქაღალდის ტყვია"
რა უნდათ ქალებს? ღმერთმა სილამაზე აჩუქა მათ და არ თქვათ რომ ძნელია სილამაზის საფარში შეუმჩნევლად ყოფნა. თავად ეს სილამაზე მათი საფარია. თვალები კი იარაღია. კაცის თვალები ვერ ტყუის, როცა იტყუება კაცმა თვალები უნდა დამალოს, ქალის თვალები კი სწორედ იმისთვის მოუგონიათ რომ გზა კვალი აურიოს კაცს და კიდევ უფრო დახლართოს თავის ტყუილებში. ყველაფერი რაც ქალს აქვს იმისთვის აქვს რომ კაცმა სიმართლე ვერ თქვას და საერთოდ დაივიწყოს ეს სიმართლე. ქალმა კი იცის რომ არსებობს ეს ერთი სიმართლე რომელიც ხშირად მწარეა და ეკლიანი, მაგრამ არ უნდა რომ კაცი ადვილად დაუძვრეს ამ ეკლებს. მაშ ბრძოლა ნდომებია ქალს, მეტი არაფერი, ამაზე აქვს მოწყობილი ტვინი.
კაცი ვერ ხედავს ქალს როცა ქალთან არის. კაცი თავის თავს ხედავს და თავისას ფიქრობს. ქალი კი ხედავს კაცს და ფიქრობს მისას, კაცმა ზუსტად არ იცის არაფერი, ქალმა კი რა ხანია ყველაფერი ზუსტად იცის.
აკა მორჩილაძე
Wednesday, January 22, 2014
***
ამიტომ ყველას თავისი სიყვარული, თავისი გრძნობა და განცდა გონია უპირველესი და უძლიერესი. ასე ეგონა ჰამლეტსაც, დანიის პრინცსაც და ჩემ მეზობელ უშანგისაც ასე ეგონა.“ :)
ჯ. ქარჩხაძე - „მდგმური“