Pages

Thursday, January 26, 2012

ერთხელ ერთმა მოძღვარმა კითხვა დაუსვა თავის მოწაფეებს:


- რატომ იმსხვრევა ფანჯრის მინა, როცა ქვას ესვრიან?
- იმიტომ, რომ ქვა მძიმეა, - უპასუხა ერთმა.
იმიტომ, რომ მინა მსხვრევადია, - მიუგო მეორემ.
- იმიტომ, რომ ძლიერმა ხელმა ისროლა ქვა და მიზანში მოარტყა, - უპასუხა მესამემ

- არა! იმიტომ, რომ ფანჯარა დახურული იყო! - მიუგო მოძღვარმა,
იარეთ ცხოვრების გზაზე გახსნილი გულით და მტრის მიერ ნასროლი ისარი ვერ დააზიანებს თქვენს ფაქიზ სულებს.


Tuesday, January 24, 2012

***


"მერჩია,სულ არ შეგხვედროდი,
რადგან მაშინვე
დაიწყო განშორებაც...
ხვალ გაცილებით შორს ვიქნებით ერთმანეთისგან,
ვიდრე დღესა ვართ.
დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,
ან მეჩვენება
და თავს ვიტყუებ -
ჯერ მესმის მეთქი.
ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდე
აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც "ჩვენი ცხოვრება" ჰქვია -
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ -
რაც არასდროს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს... მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება ეს გამთიშავი,
გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვიფებით
რაღაცის გამო."
ოთარ ჭილაძე





Friday, January 20, 2012

***

"ისეთი ვინმე რომ
შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების
შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს.

მასულელებდეს,მიბნევდეს
თავგზას,
მისი თვალების ჩუმი ბრძანება.
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
ჩემი
ლომური ამპარტავნება.

არ დავირცხვენდი,გითხრათ სიმართლე
არა და არა,არ
დავირცხვენდი.
ოღონდ მიყვარდეს,მართლა
მიყვარდეს,
გახელებამდის...თავდავიწყებით...

ოღონდაც,ღმერთო,გარდასულ
ყრმობის
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი...
ის ღვთაებრივი მაცდური
თრობა
შიში,ცახცახი და ფორიაქი..."