Pages

Tuesday, February 28, 2012

“ყოველმან ჩემმან მპოველმან”



"...ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორად საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით გულმოკლული და შეძრწუნებული ახლობლებისა. ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ, უდიდეს სიამოვნებას. ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლად იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთ გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი დაეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სსხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი”


ო. ჭილაძე

Wednesday, February 15, 2012

***


-ასე მგონია ვიღაცა უნდა შემხვდეს.
-ვინ უნდა შეგხვდეს?
-არ ვიცი.
-მაშ,რატომ გგონია?
-იცი,მე ის მიყვარდა.
-როდის?
-ეგ არ ვიცი როდის,ალბათ დიდი ხნის წინათ.
-მაინც?
-მანამ დავიბადებოდი.
-ვერ გავიგე.
-შეიძლება დაბადებულიც ვიყავი,მაგრამ სხვაგან,მე იქ მიყვარდა და ეხლაც იმას ვეძებ.
-რომ არ შეგხვდეს?
-ეგეც შეიძლება.
-უცოლო ხომ არ დაბერდები,მოიყვანე ვინმე.
-ვინ?
-რა ვიცი,ვინმე.
-არა,არა,ეგრე როგორ მოვიყვანო?
-ის რომ არ შეგხვდეს?
-ხომ მიყვარს?
-ეგეთი სიყვარული არ გამიგონია,არ იცნობ,არ გინახავს და გიყვარს.
-ჰო,მიყვარს.
-იქნებ არ გიყვარს?
-მაშ,რატომ მგონია,რომ უნდა შემხვდეს?
-იქნებ სიზმარში ნახე?
-არა,სხვაგან ვნახე სადღაც.
-გარეგნობა გახსოვს,როგორი აქვს?
-არა,არ მახსოვს.
-მაშ,როგორ უნდა იცნო,რომ შეგხვდეს?
-ვიცნობ.ვიცი,რომ ვიცნობ.არ შეიძლება,რომ არ ვიცნო.

-არ შეგხვდა?
-არა,არ შემხვდა.
-მერე?
-რა მერე?
-არ მოიყვანე ცოლი?
-არა.
-კიდევ იმას ელოდები?
-ჰო.
-რამდნი წლის ხარ?
-სამოცდაექვსის.
-კიდევ გიყვარს?
-კიდევ.
-იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი.
-ჰა!
-არა,არაფერი.

გოდერძი ჩოხელი.

Monday, February 13, 2012

ბედნიერება


„ბედნიერება ისევე როგორც ხელოვნება , ათასგვარი ფორმით არსებობს. ჩვენ დიდი და დაუვიწყარი გვიზიდავს ხოლმე – სამარადისო სიყვარული, მეგობრობა, მიღწევები, მუსიკა და აღმოჩენები. მაგრამ მცირე და აზრს მოკლებულიც გვჭირდება ხოლმე: კომიკოსები, წვიმის კაკუნი ფანჯრის მინაზე, კატა საწოლში, ბალახებში მიმალული სოკოები, ჯვარედინი ცისარტყელები, ამფითეატრის განათების ნელი მილევა და ფარდის შრიალი, გლეხური პური და კიდევ მდელოებზე მოფენილი მთვარის ნათება, დიდი ხნის ნაძებნი წიგნის აღმოჩენა, მოკაშკაშე ვარსკვლავები ... კბილის ექიმთან დამშვიდობება რადგან ყველაფერი რიგზე გაქვს თურმე. მოკლედ ყველაფერი რაც გულს გვიმაგრებს და უფერულ დღეებსაც კი გვილამაზებს.
იხარე მცირე სიხარულითაც. ამით შანსს აძლევ დიდ ბედნიერებას რომ ფეხაკრეფით მოგეპაროს.“

Wednesday, February 8, 2012

რა გვაძლევს ენერგიას :


1. წყალი, ზღვა, მზე
2. პატარ–პატარა თავგადასავლები.
3. თაყვანისმცემლები, რომლებიც უფრო ძლიერს გვხდის.
4. 15 წუთიანი გასეირნება მზიან ამინდში.
5. წინაპრებთან და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, მაგალითად ბებია–ბაბუასთან.
6. მხიარული მეგობრები და სასიამოვნო გარემო.


რა გვართმევს ენერგიას:

1. დილით მოწეული პირველი სიგარეტი.
2. მეგობრები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობენ და მოსმენა არ იციან.
3. იმედგაცრუება, როცა ოცნება და იმედი ქრება.
4. თავდაუჯერებლობა.
5. არასწორად არჩეული პროფესია, როცა ყოველღე იმ საქმეს აკეთებთ, რაც არ გსიამოვნებთ.
6. მატყუარა პარტნიორები და თანამშრომლები.
7. საკუთარ თავზე შეყვარებული ნაცნობ–მეგობრები.
8. მომაბეზრებელი, უკმეხი მეზობლები.
9. ძალიან ლამაზი და ჭირვეული მეგობარი ქალები.
10. მუდმივად უკმაყოფილო ხელმძღვანელი.






Tuesday, February 7, 2012

ენერგიის 5 წყარო




1. საკვები
თუ ყურადღება მიგიქცევიათ შეამჩნევდით რაიმე გემრიელის მირთმევის შემდეგ ხასიათი და განწყობა მკვეთრად როგორ გამოგისწორდათ. სწორი კვება უმთავრესი და ეფექტური იარაღია ორგანიზმის ენერგიის აღსადგენად.

2. საქმე
გსურთ რაც შეიძლება მხნედ და ძალებით აღსავსე იყოთ ?
გახსოვდეთ: თავი მაღლა გეჭიროთ და წელში გამართულმა იარეთ. ენერგიას ჟესტებიც შეგმატებთ. ნუ დაიმალებით ჩრდილში, იამაყეთ საკუთარი თავით. ნუ იწუწუნებთ ცხოვრებაზე და ნუ დაითრგუნავთ თავს.
იმოქმედეთ !
იშრომეთ თავდაუზოგავად.

3. ძილი
ორგანიზმი საკუთარი ბიოლოგიური საათით ცხოვრობს, რომელიც გკარნახობთ როდის დაიძინოთ და როდის იფხიზლოთ. ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში დღის განმავლობაში 4ჯერ ხდება ბიორიტმების აწევ–დაწევა. 9დან 10 საათამდე.
13დან 14 საატამდე, 17დან 18 საათამდე და ღამე 3დან 4 საათმდე. უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენეს რომ შუადღის 10–30 წუთიანი წაძინება ღამის 2 საათიანი ძლის ტოლფასია და ენერგიით ავსებს ორგანიზმს.

4. მუსიკა

დისკოთეკაზე, მაქანაშ ან სახლში სასიამოვნო მუსიკის მოსმენისას გული გაცილებით ენერგიულად იწყებს მუშაობას. მუსიკა გვამხიარულებს, რომანტიკულს გვხდის ან აგვაცრემლებს.
ენერგიის შესამატებლად და გასამხნევებლად საუკეთესოა რეპი, ბრაზილიური ან ამერიკული ხალისიანი მუსიკის მოსმენა, მუსიკა მაგიაა.

5. სინათლე
სინათლე სიცოცხლეა. სინათლის გარეშე შეუძლებელია ფოტოსინთეზის პროცესი, ორგანიზმი არ მოქმედებს, სული კვდება. სინათლის უკმარიოსბა ორგანიზმის ენერგიას ამცირებს. სიბნელეში ტვინი აძლიერებს ჰორმონ მელანინის გამომუშავებას, რომელიც მოწყენილსა და დაქანცულს გვხდის.
უმრავლეს შემთხვევაში დეპრესია ორგანიზმის პასუხია უსნიათლოებზე.
რა მოიმოქედოთ ? მიმართეთ სინათლე თერაპიას. რაც შეიძლება დიდ ხანს დაყავით მზიან ამინდში გარეთ, ისეირნეთ და ენერგია არასდროს გამოგელევათ.



Sunday, February 5, 2012

კვლავაც მოვა გაზაფხული...


„სულიერი ტკივილის მიზეზთა ჩხრეკა, დროის უქმი კარგვაა. ვეღარაფერს დააბრუნებ. ვერანაირი სასწაული ვერ შეცვლის მომხდარს. ვერც ვინმეს დადანაშაულება უშველის საქმეს. რაგინდ გიჭირდეს, შეეცადე დღევანდელი დღის პატარ–პატარა სიამოვნებებს მიაპყრო თვალი.

ტკივილების მოსაშუშებლად თავს დრო მიეცი.
მშვიდად იყავი.

დანაკარგი გვაცარიელებს – მაგრამ უნდა ისწავლო შენი გულის და გონების დარდისაგან დაცლა. დათმე და ხელახლა აღივსე სიცოცხლით. როცა მწუხარება თავს დაგვატყდება, ეს შეუძლებლად გვეჩვენება, მაგრამ მერე გულს ახალ–ახალი სიხარული ეწვევა და სიცარიელის შევსებას ლამობს.“