Pages

Wednesday, August 8, 2012

***


"მომენატრა სოფელი-
ოფელიას საუფლო.
მინდა ნისლით მოფენილ
ტყეებს გავესაუბრო.
მინდა ჩემი განახო
ჭალები და ვენახი,
მსურს თვალები განაღო
აქ რომელთაც ვერ ახელ.
ფეხშიშვლები წავიდეთ,
ტყე–ტყე, ველ და სერი–სერ,
გამჭირვალე ამინდით
თმებს დაგიწნის მზე ისევ.
მთებს მოზელილს ამ მიწით
ავუყვებით მდინარით,
მზეზე დავწვეთ, დავიწვათ,
თავი მოვიმკვდინაროთ.
სანამ ჩემი სიტყვების
ალერსი არ გწყენია,
გაკოცებ და მიხვდები
კოცნის როგორ მრცხვენია."


რ. ამაღლობელი