Pages

Friday, October 30, 2009

იყო სასურველი

იყო სასურველი ალბათ იმას ნიშნავს, რომ დადებითად ზემოქმედებდე გარშემომყოფებზე. ზემოქმედება შეიძლება უარყოფითიც იყოს, ამაში ალბათ სადავო არაფერია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაცით კი არ იზიდავენ, პირიქით, განიზიდავენ შემხვედრებს ან ნაცნობებს. მამაკაცი გრძნობს ამ უარყოფით ზემოქმედებას ძალიან კარგად. პიროვნულ თვისებებსა თუ გემოვნებაში არის დეტალების მთელი კასკადი, რომელიც ერთს მაგნიტივით თავისკენ იხმობს, მეორეს კი - პირიქით, გარიყავს. მაგრამ თითქმის ყველა მამაკაცი თანხმდება ქალის შეცდომების გარკვეულ ნუსხაზე.

ასეთი ნუსხა პირობითად 8 კატეგორიად იყოფა და სიაში თითოეული პუნქტის სახელდებაც მამაკაცთა ლექსიკის გამოყენებით ხდება:



1. “ჩემთვის სულ ერთია”


ქალის ზოგი ქცევა მკაფიოდ და ნათლად გაჩვენებს, რომ ის საკუთარ თავს სასურველად არ მიიჩნევს, არც უნდა ასეთი იყოს და არამც და არამც ამ კატეგორიას თავს არ მიათვლის. მთელ სამყაროს აჩვენებს, რომ საკუთარ სხეულს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს და სულაც არაა თავშისაცემად საქმე, თუ გარშემომყოფები დაზაფრულები შეჰყურებენ. აი, ასეთი ტიპის თვისებები:
• ფეთხუმობა
• ცუდი სუნთქვა
• კოსმეტიკის კვალი საყელოზე
• მოუვლელი თმა
• სხეულის უსიამოვნო სუნი
• თმიანი ფეხები
• თმა იღლიაში
• უყურადღებოდ მიტოვებული გარეგნული მხარე

იტყვით, იქნებ ადამიანი კონკრეტულად ამ მომენტში, შემთხვევით აღმოჩნდა მოუწესრიგებელი და ეს ეპატიებაო. მაგრამ თუU კაცი მხოლოდ ერთხელ ხედავს ქალს - მაღაზიაში იქნება ეს, წვეულებაზე თუ სხვაგან - რა იცის, შემთხვევითია ეს უსიამოვნო დეტალები ქალბატონისთვის, თუ ჩვეულებრივი მდგომარეობაა?!

2. დაბალი თვითშეფასება

ეს არასწორი დამოკიდებულება ძალიან აწუხებს კაცს და ძალიან სწრაფად და უიმედოდ ანგრევს მის თვალში წარმოდგენას იმაზე, რომ ეს ქალი სასურველია. მისთვის ძალიან ადვილი მისახვედრია, რომ ქალი მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის არ უნდა იყოს საკუთარ თავზე, და მის დათრგუნულ და მოშვებულ სახეს ძალიან არამიმზიდველად აღიქვამს. საკუთარი თავის რწმენას და მაღალ თვითშეფასებას მამაკაცების უმრავლესობა სასურველობის ნაწილად და წინაპირობად აღიქვამს და ნებისმიერი მინიშნება მის არარსებობაზე, განიზიდავს.

• ზედმეტი წონა
• საკუთარი სხეულის ცუდი ფლობა
• ჩამქრალი თვალები
• არასაკმარისად სჯერა საკუთარი თავის
• დაბალი თვითშეფასება
• უბრალო თეთრეული
• პასიურობა
• მოშვებული, მოდუნებული კუნთები, დათრგუნული მდგომარეობა, სახე, რომელიც ამბობს: ჩემთვის სულ ერთია, როგორ გამოვიყურებიო.

3. ზედმეტი ძალისხმევა

სახალისოა, მაგრამ მცდელობა: იყო რაც შეიძლება სექსუალური უკურეაქციას ბადებს. კაცებს არ სურთ, რომ ქალი ამ მხრივ ზედმეტად მონდომებული იყოს. ლოგიკა ასეთია: თუ ქალი ასე ძალიან ცდილობს და “კანიდან ძვრება”, რომ მიიზიდოს ვინმე და სასურველი გამოჩნდეს, ე. ი. თავისდათავად ის ასეთი არ არის. მამაკაცს ინტუიცია აქ არ ღალატობს, და ამ გადამეტებულ, გამაღიზიანებელ ზრუნვას ყოველთვის გრძნობს.

• მიამიტობის თამაში
• აგრესიულობა
• ზედმეტი სიგამხდრე
• მატერიალიზმი
• ზედმეტი მაცდურობა
• ზედმეტად ვიწრო ტანსაცმელი
• დაჟინებულობა
• უადგილო სამოსი
• ზედმეტი მიხვედრილობა
• დიდი პირი
• შეუფერებელ სიტუაციაში მაცდური ქცევა
• ”გრძელი ენა”



4. ბარიერების აგება

თითქმის ყველა ქალი ამბობს, რომ სურს, სასურველი იყოს. მაგრამ ზოგიერთის ქცევა ასეთ განცხადებას სრულიად ეწინააღმდეგება, რადგან სწორედ სასურველ მამაკაცსა და საკუთარ თავ შორის ქმნის ბარიერებს. კაცი კი გრძნობს, როდის აშენებს ქალი ამ კედელს და ეწინააღმდეგება ამ პროცესს.

• ფლირტი არ უყვართ
• კაცივით იქცევიან
• დემონსტრირებას აკეთებენ იმისას, რომ არ აინტერესებთ მამაკაცი
• ზედმეტად კრიტიკული ან პესიმისტები არიან
• არ უყვართ კაცები
• სულ ყოყმანობენ
• ისე ჩანს, თითქოს ნამდვილი გრძნობები არ ჰქონდეთ
• თავს ცუდ განწყობაზე გაჩვენებენ, ან უყურადღებობას იჩენენ ისევ და ისევ გამომეტყველებით: “ჩემთვის სულ ერთია”.

5. მავნე ჩვევები

სამწუხაროდ, ეს ჩვევები ძალიან მალე განარიდებენ მამაკაცს:

• მოწევა
• ხშირი ალკოჰოლის მოხმარება
• ფრჩხილების კვნეტა
• საღეჭი რეზინის ზედმეტი ენერგიულობით ღეჭვა
• ნარკომანია

6. არასწორი არჩევანი

ძალიან ხშირად, აქაოდა მიმზიდველი სასურველი ქალის იმიჯი შევიქმნაო და ქალბატონები ზომას გადადიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ირჩევენ სამოსს ან აქსესუარებს. არადა მამაკაცს თავდაჭერილობა მოსწონს, უკიდურესობები კი აშინებს.
ამ კატეგორიის შავი სია ასე გამოიყურება:

• მყვირალა ფერებით მორთული სამოსი
• ზედმეტი კოსმეტიკა
• მყვირალა, მკვეთრი წითელი ტუჩის საცხი
• თმის ლაქი
• უზარმაზარი საყურეები
• გასიებულთეძოიანი ქალები ძალიან ვიწრო ჯინსებში
• ზედმეტი თვალის ჩრდილი
• ზედმეტად მძაფრი სუნამო

7. ხანდახან ქალი ისეთ ნაკლს ურიგდება, რომლის გაქრობა ექიმის ან დანტისტის დახმარებასაც შეუძლია და საკუთარ თავზე მუშაობასაც.

• გაუმართავად საუბარი
• “იაფფასიანი” იმიჯი
• ცუდი კბილები
• მყვირალა ხმა
• უსიამოვნო ინტონაციები ხმაში
• უხეშობა ქცევაში
• ბილწსიტყვაობა
• ცუდი მანერები
• ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან ფლირტი
• სექსზე ზედმეტად ბევრი ლაპარაკი
• ხმაურიანი ქცევები

გახსნილი ქცევა - ძლიერი იარაღია, მაგრამ თუ ის ძალიან შორს წავა ვულგარული ხდება. თუ ქალი სამოსს იმისთვის იყენებს, რომ ყველა შემხვედრ მამაკაცზე იმოქმედოს და არა რჩეულზე, მაშინ ასეთი მორთულობა გამაღიზიანებელი ხდება.

8. პიროვნული ნაკლოვანებები

• უტვინობა
• წუწუნისა და საყვედურისკენ მიდრეკილება
• იუმორის გრძნობის არარსებობა
• მიზანდასახულობისა და ენერგიულობის არარსებობა
• ამპარტავნება
• უსამართლობა
• ეჭვიანობა
• მწუხარება
• ბრაზიანი ხასიათი
• მიდრეკილება ღალატისკენ
• მატერიალიზმი
• ენამწარეობა

მკითხველების დიდი ნაწილი იტყვის: “ვინ დაუშვებს ამ შეცდომებს, ეს ხომ ისაა, რასაც წლებია, დედები გვიჩიჩინებენ და ყველამ ზეპირად ვიცითო. მაგრამ, როგორც ჩანს, ათასობით ქალი უშვებს მათ და ამით საკუთარ თავს მომხიბვლელობას ართმევს





WHYმე シ

Wednesday, October 28, 2009

კოკო შანელი:




”20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.

მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა.

ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს.

ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული.

შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აკაზმულობა; ჩაიცვით უზადოდ და უბრალოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი.

მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე.

მოდა მიდის, სტილი რჩება.

ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა.

მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.

იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.

თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.

ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა.

არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი.

მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება.

იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.

თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.

მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.

არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო.

როდესაც ქალს იდუმალებას უბრუნებ, ამასთან ერთად შენ მას ახალგაზრდობასაც უბრუნებ.

ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს,რომ იყოს.

დანაშაულის გრძნობა ყველაზე უფრო მტკივნეული კომპანიონია სიკვდილისას.”






WHYმე シ

Sunday, October 25, 2009

სიყვარულის 10 მცნება


1) თუ სიყვარულს ეძებ, ეძებე ისე, რომ არავის წაართვა.

2)სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.

3)სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნებელია.

4)არავინ დაიცჯება ისე, როგორც ის ვინც სიყვარულს თავს არ შესწირავს.

5)ამქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.

6)სიყვარული თამაში არ არის როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.

7)ბედნიერია ის ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.

8)სიყვარული არ გეკითხება როდის მიდის და როდის მოდის.

9)სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება
გულში, იმ წუთიდანვე დაიწყებს მბრძანებლობას.

10)თუ ვინმე გიყვარს-ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ ღმერთი.