Pages

Wednesday, June 25, 2014

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"

"თუ გიყვარს შეგიძლია შეიცვალო. თუ გიყვარს, სულაც არ არის აუცილებელი, მიხვდე რა ხდება, მთავარია გესმოდეს რომ ყველაფერი ჩვენშივეა დაფარული.
იმიტომ რომ როცა გიყვარს შეუძლებელია უდაბნოსავით ადგილზე იდგე ან ქარივით დაქროდე, ანდა მზესავით შორიდან უცქეროდე. სიყვარული ის ძალაა, რომელიც სამყაროს სულს ცვლის და ასხვაფერებს. როცა პირველად ჩავწვდი სამყაროს სულს მომეჩვენა რომ ის იყო თავად სრულყოფილება. შემდეგ კი მივხვდი, რომ ის ჩვენი ანარეკლია, მასშიც ბობოქრობს ვნებები და ბრძოლები. ჩვენ ვკვებავთ მას და მიწა რომელზეც ვცხოვრობთ, მხოლოდ მაშინ გახდება უკეთესი ან უარესი, თუ ჩვენ გავხდებით უკეთესები ან უარესები. აი, აქ ვლინდება სიყვარულის ძალა, რადგან როცა გიყვარს, ცდილობ უკეთესი გახდე."

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"

- "გულს გაჩუმებას მაინც ვერ აიძულებ. როგორც უნდა მოაჩვენო თავი, რომ არ უსმენ, ის მაინც შენს მკერდში დარჩება და სულ იმას გაგიმეორებს, რასაც ამ სამყაროსა და ცხოვრებაზე ფიქრობს.
- და მუდამ მიღალატებს?
- ღალატი ის დარტყმაა რომელსაც არ ელი. თუ გულს კარგად გაუგებ, ვეღარ გიღალატებს, რადგან შენ მისი ყველა ოცნება და სურვილი გეცოდინება და მის დაოკებასაც მოახერხებ. საკუთარი გულის კარნახისგან თავის დაღწევა ჯერ ვერავის მოუხერხებია. ამიტომაც აჯობებს ყური მიუგდო, ამით მოულოდნელ დარტყმებსაც აირიდებ.  ოცნების ასრულებაში მხოლოდ ერთი რამ გვიშლის ხელს - დამარცხების შიში." 

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"

- "ადამიანები უფრო დაბრუნებაზე ოცნებობენ, ვიდრე გამგზავრებაზე, - უპასუხა სანტიაგომ, ხელახლა რომ ეჩვეოდა უდაბნოს მდუმარებას.
- თუ ის, რაც შენ იპოვე, კეთილი მასალისაგან არის ნაგები, ვერაფერი მოერევა. და შენც თამამად შეძლებ დაბრუნებას. ხოლო თუ ვარსკვლავის დაბადებასავით წუთიერი აფეთქება იყო, უკან მობრუნებული ვეღარაფერს იპოვი. სამაგიეროდ, იმით მაინც შეძლებ თავის დამშვიდებას, რომ თვალისმომჭრელი შუქი იხილე. მაშასადამე ღირდა ამის განცდა.
   ის თითქოს ალქიმიაზე ლაპარაკობდა, მაგრამ სანტიაგო მიხვდა: ის მის შეყავრებულ ფატიმას გულისხმობდა."

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"

"როცა გიყვარს ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
- მივდივარ, - უთხრა მან, - მაგრამ მინდა იცოდე რომ აუცილებლად დავბრუნდები. მე შენ მიყვარხარ იმიტომ რომ . . .
- ნურაფერს იტყვი, - შეაწყვეტინა ქალიშვილმა, - უყვართ იმიტომ, რომ უყვართ. სიყვარულს ახსნა არ ჭირდება.
- მე შენ იმიტომ მიყვარხარ რომ მთელი სამყარო ხელს უწყობდა ჩვენს შეხვედრას.
ამ საუბარმა დაამწუხრა სანტიაგო. შინისკენ მიმავალ ყმაწვილს ახსენდებოდა, როგორ უჭირდათ მის ნაცნობ მყემსებს, ცოლებისთვის აეხსნათ რომ შორეული იალაღების გარეშე ვერ შეძლებდნენ არსებობას. სიყვარული ხომ ერთთავად
ითხოვსიმის გვერდით იყოვინც გიყვარს."

პაულო კოელიოა - "ალქიმიკოსი"

"ყველგან - უდაბნოს შუაგულში თუ დიდ ქალაქში - ერთი ადამიანი მეორეს ეძებს და ელოდება. და როცა დგება მათი გზების გადაკვეთისა და თვალებში შეხედვის წამი, წარსულიცა და მომავალიც აზრსა და მნიშვნელობას კარგავს, რჩება მხოლოდ ეს ერთი წამი და გასაოცარი რწმენა იმისა, რომ ამქვეყნად ყველაფერი ერთი და იმავე ხელით არის ნაწერი. ეს ხელი აღვიძებს სულში სიყვარულს და ტყუპისცალ სულს აპოვნინებს ყოველს, ვინც შრომობს, ისვენებს ან განძს დაეძებს. სხვაგვარად იმ ოცნებებს რომლითაც შეპყრობილია ადამიანთა მოდგმა, არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა"

Monday, June 23, 2014

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"

"ყმაწვილი დარწმუნებული იყო დათქმულ დროს რომ არ მისულიყო გოგონა ვერც კი შეამჩნევდა, მას ხომ ყველა დღე ერთნაირად მიაჩნდა
და როცა ერთი დღე მეორეს გავს ადამიანები იმ მშვენიერებას ვეღარ ამჩნევენ რასაც ცხოვრება სთავაზობთ ყოველი მზის ამოსვლისას"

Sunday, June 15, 2014

ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"

"ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ, ცხოვრება - ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ; 25 ისას იმიტომ რომ მომავალი გაშინებთ, 35 წლისას იმიტომ რომ სვამთ, 45 წლისას იმიტომ რომ ბევრს მუშაობთ; 55 წლისას იმიტომ რომ 
შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ რომ წარსული მოგონებები გტანჯავთ, 75 წლისას კი იმიტომ რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით - მეუღლეებს, ბოლოს კი ექიმებს. ხანდახან კი გიჩნდებათ ეჭვი, რომ მათ ყველას სინამდვილეში ფეხებზე კიდიხართ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი უკვე დაგვიანებულია. ერთ მშვენიერ დღეს კი ერთ-ერთი მათგანი მოვა და გეტყვით რომ თქვენ მალე მოკვდებით. და აი, ერთ წვიმიან დღეს ხის ყუთში ჩაგდებენ და მიწას მოგაყრიან." 


Saturday, June 14, 2014

ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"

   "გუშინ დილით ამსტერდამიდან ჩამოტანილი სოკო-ჰალუცინოგენებით ჩასკდით (თითოს ოთხ-ოთხი ქუდი და სამ-სამი ფეხი შეგხვდათ) და შესაბამისად თქვენმა დიალოგმაც შემდეგი სახე მიიღო:
- ერთი მითხარი, გოგოებს რატომ გინდათ ჩვენი დათრევა და ხელიდან არ გაშვება ცოცხალი თავით?
- ვერ ვიტან ფრაზებს, რომლებსაც იწყებენ სიტყვებით "ვერ ვიტან"
- სიყვარულის შიმშილს შენ მიკლავ.
- გამუდმებით მატყუებ
- გატყუებ, მაგრამ უარესიც შემეძლო შენთვის გამეკეთებინა, მაგალითად ცოლად მომეყვანე.
იცით რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს, რომ "ნაიკები" იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან "ნაიკებს" რომ ნარკოტიკები იყიდონ. მეორე დღესღა გითხრა თამარამ რომ შენგან მიდიოდა.
- ე.ი. რა გამოდის, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა? მე კი შენს შეყვარებას ვიწყებდი.
- კარგი ახლა, არ გინდა! ეგ სიტყვები ბოლოს როცა მითხარი ჯერ ძალიან ადრე იყო, ახლა კი უკვე გვიანაა.
უკანასკნელად გაკოცა და მისი თხელი მაჯა ხელიდან გაგისრიალდა. თამარასაც ისე შეელიე, როგორც სხვებს შენს ცხოვრებაში. და იმ წუთიდან, როცა თამარამ კარი გაიხურა, თქვენს ერთად გატარებულ ყოველ წამზე საშინელი მონატრება დაგეწყო."

Friday, June 13, 2014

ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"

"თამარამ მთელი გადამღები ჯგუფი გადარია. ყველანი მასზე ვგიჟდებით. ჩვენ შეგვეძლო ერთად ძალიან ბედნიერები ვყოფილიყავით მე რომ მუდმივად სხვაზე არ ვფიქრობდე. რატომ არის ეს ცხოვრება ისე მოწყობილი რომ ყოველთვის ისინი მჭირდება რომლებიც ჩემთან არ არიან?
- თამარა, შენ ჩემგან არ გესწავლება რომ ბედნიერება ფულში არ არის- წამოვიწყე მე.
- კი, ახლა უკვე ვიცი შენი წყალობით. ადრე კი არ ვიცოდი. იმისთვის რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის ორივეს უნდა გაუსინჯო გემო.
- გინდა ცოლად მოგიყვანო?
- არა. მოკეტე ახლა! შენც ხომ მშვენივრად იცი რომ არ გიყვარვარ. თავიდან მინდოდა ცხოვრება მეც შენსავით უზრუნველად და უდარდელად გამეტარებინა. ერთი სიამოვნებიდან მეორეზე გავფრენილიყავი და სხვაზე არაფერზე მეფიქრა. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ძალიან მომბეზრდა. იცი, ვიფიქრე და გადავწყვიტე ასეთ ცხოვრებას შევეშვა. მიხედე შენ საცოლეს და შვილი ერთად გაზარდეთ. იმ გოგომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქარი გაგიკეთა - შვილი გაჩუქა და მიიღე ეს საჩუქარი რა მოგივიდა?
- ჩემო საყვარელო, საფრენგეთში ემიგრირებულო, თუ ღმერთი გწამს ერთი კარგად ამიხსენი: რატომ ხდება, რომ ქალი გიყვარდება, ერთად თავს მშვენივრად გრძნობთ და მერე უცებ ეს ქალი გადაწყვეტს ვნებიანი შეყვარებულიდან შენც და საკუთარი თავიც ბავშვების აღმზრდელებად აქციოს? ნუთუ ასეთი აუცილებელია ჩვენ შორის ქვეშაფსია და აღნავლებული ღლაპების ჯგრო იყოს, რომლებიც დღედაღამ ფეხებში გებლანდებიან და განმარტოების საშუალებას არ გაძლევენ? ნუთუ ასეთი ცუდია ორი ადამიანის ერთად ყოფნა ყოველგვარი ბავშვების და მოწმეების გარეშე? ძალიანაც მომწონდა, როცა ჩვენ მხოლოდ ორნი ვცხოვრობდით, რა საჭირო იყო მაინცდამაინც ოჯახი!
- ნუ ღრიალებ, გაიგე, ყელში ამომივიდა შენი ღრიალი! - ღრიალებს თვითონაც და ტირილს იწყებს. სლუკუნ-სლუკუნით იხოცავს ცხვირს. ღმერთო ჩემო რა ლამაზია! ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ"

ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"

"ძალიან გთხოვთ არ იფიქროთ რომ ჩვენ თავში მხოლოდ ქალების გაჟიმვა გვიტრიალებს. ფეხებზე არ გვკიდია? ჩვენ მხოლოდ იმას ვნატრობთ რომ იქნებ როგორმე ტუჩებით შევეხოთ მათ მთრთოლვარე ქუთუთოებს, თითის წვერებით მოვეფეროთ გადატკიცინებულ შუბლზე, გვერდით მივუწვეთ. ხანდახან ნორჩ სხეულებზე ოდნავ მივედოთ და ვუსმინოთ არიზონაში ან სამხრეთ კაროლინაში გატარებულ მათ ბავშვობის ამბებს. ყველაზე ძალიან კი ის გვინდა, რომ მათ გვერდით მოვკალათდეთ, სერიალს ვუყუროთ, რამე სასუსნავი ვაკნატუნოთ და დროდადრო საყვარელი სახიდან ფრთხილად გადავუწიოთ ჩამოწეწილი თმა. ოხ როგორ მოგივლიდით და ვიზრუნებდით თქვენზე! შევუკვეთავდით სუშის ნომერში, "როლინგ სტოუნის" Angie-ს ჰანგებზე ვიცეკვებდით, სიცილით დავიხოცებოდით კოლეჯის ამბების გახსენებისას ვინაიდან ჩვენ ერთნაირ ისტორიებს მოვიგონებდით… მაგრამ რას ვიზამთ ასეთი მზეთუნახავები ჩვენს თავებს ყოველთვის ვიღაც ცისფერებს ან "ფერარის" მძღოლებს ამჯობინებენ. ამიტომაც მიდის საქმეები ცუდად ჩვენს პლანეტაზე."

ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"

"ყველანი ნარკოტიკებზე ვართ შემჯდარი რადგან მარტო ალკოჰოლი და მუსიკა იმის გამბედაობას არ გვაძლევს რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ერთადერთი გართობა უგანდონო სექსია. მაინც რატომ გვინდა ყველას რომ ლამაზები ვიყოთ? იმიტომ რომ სამყარო გულისამრევად მახინჯია. ჩვენ გვინდა ვიყოთ ლამაზები იმიტომ რომ ვიყოთ უკეთესები"

Sunday, June 8, 2014

ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი

"სოფის ოქტავმა მაშინ დაურეკა მობილურზე, როცა მარონიე მაგიდის ქვეშ ფეხზე ფეხს უსვამდა.
- ალო, სოფი! ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ?
- შენი ნომერი აღარ მაქვს.
- რას ქვია ჩემი ნომერი აღარ გაქვს?
- იმას ქვია, რომ წავშალე მობილურში.
- კი, მაგრამ რატომ?
- მეხსიერებაში ტყუილად ადგილს იკავებდა.
სოფიმ გაუთიშა, მერე ტელეფონი გათიშა, მეორე დღეს კი ახალი ნომერი აიღო.
ასე წაშალა სოფიმ ყველაფერი, რაც მის ხსოვნაში ზედმეტი იყო. ოქტავმა არ იცოდა რო მას რომანი ქონდა მარონიესთან. ერთი კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ქონდათ სექსი. მეტჯერ არც უნდოდათ.  უბრალოდ, ერთად ყოფნა სიამოვნებდათ. უცებ მიხვდნენ რომ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან უბრალო და ნათელი იყო. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან, უბრალოდ თამასასს აღარ სწევენ ძალიან მაღლა; უფრო შემწყნარებლები ხდებიან, საკუთარ მარცხზე დაუფარავად ლაპარაკობენ და ყველაფერს აღიქვამენ ისე, როგორც არის; სიცოცხლის ყოველ წუთს უფრო მეტად აფასებენ. მარკი და სოფი ერთმანეთს არ უხდებოდნენ მაგრამ ერთად თავს კარგად გრძნობდნენ; ეს კი საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა."

ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი

"თუ კაცი მოუხელთებელია ქალი დაუმარცხებელია.  სოფი ოქტავისგან გამოგზავნილ ღია ბარათს კითხულობდა და ვერაფერს საინტერესოს ვერ პოულობდა. მისგან ფეხმძიმედ იყო მაგრამ აღარ უყვარდა. უკვე ერთი თვე იყო რაც მარკ მარონიესთან ღალატობდა.
თავიდან სოფი ძალიან იტანჯებოდა. დაშორდე საყვარელ ადამიანს, რომლის შვილსაც მუცლით ატარებ, ეს ზეადამიანურ ძალას, უფრო ზუსტად კი, არაადამიანურ სიძლიერეს მოითხოვს. ეს იგივეა დაჟანგული დანით, უანესთეზიოდ ფეხი მოგაჭრან. თანაც ოპერაცია უსასრულოდ გაგრძელდეს.
მერე შურისძიება გადაწყვიტა. სიყვარული სიძულვილში გადაეზარდა და ამიტომაც დაურეკა ოქტავის უფროსს რომელთანაც რამდენიმე წლის წინ მუშაობდა."

ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი

"უკან რომ მოფრინავდნენ ოქტავი ხმამაღლა კითხულობდა ალენ დელონის სიტყვებს დალიდას სიმღერიდან:
უცნაურია ამ საღამოს რა მემართება, 
გიყურებ ისე, პირველად გხედავდე თითქოს, 
გული კი ჩვენი სიყვარულის ლამაზი ისტორიის გადაფურცვლას და წაკითხვას ითხოვს.
არ ვიცი, როგორ გითხრა, როგორ გაგიმხილო
შენა ხარ ჩემი გუშინდელი და ხვალინდელი დღე. 
ჩემი მარადიული ნეტარება. 
ჩემი ერთადერთი სიმართლე. 
რა გასასკვირია, რომ ზოგჯერ ლამაზი სიტყვები ზუსტად გამოხატავს ნამდვილ გრძნობებს.
შენა ხარ ის ქარი, რომელიც სევდიანად აკვნესებს ვიოლიონოს და შორს, უმოწყალოდ ერეკება ვარდების სურნელს. 
მის თაობაში ვეღარავინ ბედავს ასე ლაპარაკს. 
შენა ხარ ის ერთადერთი მთრთოლარე მუსიკა, რომელიც ვარსკვლავებს აცეკვებს.
ოქტავსა და მის გალეშილ ძმაკაცებს ბევრჯერ უღადავიათ ამ სიტყვების გაგონებისას. მაინც რა იყო აქ საღადაო და სასაცილო? რატომ გვეხამუშება რომანტიკული სიტყვების გაგონება? ჩვენ ჩვენი საკუთარი გრძნობების გვრცხვენია. ამაღლებულ სიტყვებს ვდევნით როგორც შავ ჭირს. აბა მაშ რა ვქნათ? საკუთარი უგრძნობლობა ვაქოთ და ვადიდოთ?
შენ ხარ  ჩემი ოცნება, აკრძალული 
სატანჯველი ჩემი, ერთადერთი
და იმედი, იმედიც ერთადერთი."

ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი

"ასე ადვილად შეყვარებას შედეგად კარგი არაფერი მოყვება. გრძნობათა უეცარი აფეთქება მეტად სახიფათოა ერთმანეთით ლამის მოჯადოებული შეყვარებულებისთვის. სასიყვარულო სიამოვნება საქორწინო კავშირის დამოკლეს მახვილია. ოქტავი იმდენად შეყვარებული იყო, რომ სოფისთან დაშორებისას უკვე სხეული უჯანყდებოდა: აყრიდა მუწუკებს, ალერგია ემართებოდა, ძილსა და მოსვენებაზე ხომ ლაპარაკი სულ ზედმეტი იყო. როდესაც ტვინს გონია რომ ყველაფერს აკონტროლებს, გული ამბოხებულია, ფილტვებს ჰაერი არ ყოფნის. ყოველი ადამიანი ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს, არარაობად იქცევა და ავად ხდება. სოფის გარეშე ოქტავი პირდაპირ უშნოვდებოდა. და ასე გრდძელდებოდა ბოლო წუთამდე."

ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი

"სოფისთან ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ოქტავმა ისე დაიჭირა თავი, თითქოს სერიოზულად დაინტერესდა მისით. სოფიც ისე იქცეოდა თითქოს მისი სჯეროდა. ბოლოს და ბოლოს, ორივემ დაიჯერა ის, რაშიც ერთმანეთს არ უტყდებოდნენ. და ერთ მშვენიერ დღეს, სოფიმ კითხა:
- რატომ არაფერს ამბობ?
- როცა არაფერს ვამბობ, კარგი ნიშანია: ე.ი. დამორცხვებული ვარ, ესეც კარგი ნიშანია: ე.ი. აღელვებული ვარ; როცა აღელვებული ვარ, ეს ხომ მთლად კარგი ნიშანია: ე.ი. შეყვარებული ვარ. ხოლო როცა შეყვარებული ვარ აი ეს კი ძალიან ცუდი ნიშანია. "

ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი

ჩვენმა გარუჯულმა ვალმონმა ოდილის ზურგი დაფად გამოიყენა და სოფის ღია ბარათი მიწერა:
"ძვირფასო შეპყრობილებავ! ნუთუ არ გამოიჩენ მოწყალებას და არ გადამარჩენ ჩემივე საკუთარი თავიდან? თუ უარს მეტყვი, ფეხებს წყალში ჩავყოფ, თითებს შტეფსელში. შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ. დაბრუნდი. თუ დაბრუნდები, New Beetle -ს გიყიდი. კარგი, ვიცი, რომ ეს სულელური წინადადებაა, მაგრამ შენი ბრალია: მას შემდეგ, რაც შენ წახვედი, თანდათან უფრო სერიოზული ვხდები. მივხვდი, რომ სხვა შენნაირი გოგო არ არსებობს და აქედან დასკვნა გამოვიტანე: მე შენ მიყვარხარ."
ხელის მოწერას აზრი არ აქვს: სოფი ისედაც იცნობს ამ ძალიან გამორჩეულ და ორიგინალურ სტილს. ბარათი როგორც კი გაგზავნა, მაშინვე ინანა, რომ სოფის მუხლმოდრეკილი არ შეეხვეწა: "მიშველე, არ შემიძლია უშენოდ, ვერ ვძლებ, შეუძლებელია რომ ჩვენ ერთად არ ვიყოთ, შენ თუ დაგკარგავ ყველაფერს დავკარგავ" მის ფეხებთან უნდა დაცემულიყო და მუხლებზე ეკოცნა. აი ეს უნდა გაეკეთებინა. ღმერთო ჩემო ნუთუ ესეც ვერ შეძლო? "

ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი

"ყოველი ადამიანის სულში მთვლემარე სასიყვარულო სევდააა ჩაბუდებული. გული, რომელიც სიყვარულს არ უტკენია, გული არ არის. ფილტვები ტუბერკულოზს ელოდებიან, რათა საკუთარი არსებობა შეიგრძნონ. მიყვარდა მძინარეს რომ გიყურებდი, მაშინაც კი, როცა შინ ვბრუნდებოდი გვიან, ნალოთავები, შენ კი თავს იმძინარებდი. ჩამოგიჯდებოდი საწოლზე და შენს წამწამებს ვითვლიდი, ხანდახან მეჩვენებოდა, რომ იღიმებოდი. შეყვარებული მამაკაცი ის არის რომელსაც უყვარს ჩაძინებული ქალის ყურება და კიდევ იმ ქალის ყურება რომელიც ათავებს. სოფი, გესმის თუ არა ჩემი, მიუხედავად ჩვენ შორის გაწოლილი ათასობით კილომეტრისა. რატომ ხდება ისე, რომ როცა შორდები, მაშინ ხვდები როგორ გიყვარს?  ნუთუ ვერ ხვდებოდი, რომ მხოლოდ ერთი რამ მინდოდა შენგან: ცოტა ტკივილი მოგეყენებინა ჩემთვის, სულ ცოტა ფილტვების ტკივილი. "

Saturday, June 7, 2014

ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი

"ოქტავი პლაჟზე გაიშხლართა და აღმოხდა სახელი "სოფი" რომლის წარმოთქმისას სუნთქვა ეკვროდა.
- სიყვარულს გულთან არაფერი ესაქმება. გული მხოლოდ და მხოლოდ ერთი საზიზღარი ორგანოა, სისხლის ამოსაქაჩი შლანგი და მეტი არაფერი. სიყვარული პირველ რიგში, ფილტვებს ემტერება. ამიტომ, გული მტკივა სიყვარულის გამოო, - ამას კი არ უნდა ვამბობდეთ, არამედ უნდა ვთქვათ, - ფილტვები დამეხშოო. ფილტვები ადამიანის ორგანოებს შორის ყველაზე რომანტიკულია; ყველა შეყვარებული ადამიანი ტუბერკულოზითაა დაავადებული.
ოქტავი კაიფში იყო და თავისთავს ელაპარაკებოდა."

Friday, June 6, 2014

ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"

"სოფიმ გამანადგურებელი მზერა გესროლა, მაგიდიდან წამოდგა და დარბაზიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა, რათა შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წასულიყო. უცნაური კი ამ სცენაში ის იყო, რომ როდესაც სოფი ტირილით წამოდგა და წავიდა, შენ ისეთი გრძნობა დაგეუფლა, თითქოს ის კი არა, შენ მიდიოდი და უკანმოუხედავად გარბოდი. შენ ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და ის ლაჩრული შვება იგრძენი, რომელიც ყველა განშორების თანმდევია. მერე კი ქაღალდის ხელსახოცზე მიაწერე:  "ყველა განშორება სიყვარულის მიუნჰენია" და კიდევ: "ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია." და კიდევ: "ქალებთან ყოველთვის ერთნაირი ბაზარია, ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს რომ დაიკიდო" თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს."