Pages

Wednesday, February 11, 2009

მარკესი


ყოველთვის თქვი რასაც გრძნობ და აკეთე ის რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ მძინარეს მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე, რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან მოგეხვეოდი გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა ფირზე ჩავიწერდი თითოეულს შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა! რომ ვიცოდე რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ" თითქოს არ ვიყო დარწმუნებული რომ შენ ეს უკვე იცი... ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახლა საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად გავაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ეხლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითრა თუ რაოდენ ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ! ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს ბოლო სურვილი! გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა მათ ვწუხვარ, მაპატიე გეთაყვა და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი... შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად, უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითეული მათგანი შენთვის... დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ეხლა სწორედ ეს მომენტია.

1 comment:

Luis Portugal said...

Hello
It has a nice blog.
Sorry not write more, but my English is bad writing.
A hug from my country, Portugal