Pages

Friday, March 13, 2009

koelio


ყოველთვის უნდა შევძლოთ არჩევანის გაკეთება და ნაბიჯის გადადგმის არ უნდა შეგვეშინდეს რადგან სიცოცხლის სასწაულს მხოლოდ მაშინ ვწვდებით როცა მზად ვართ რომ აღსრულდება მოულოდნელი.
ყოველ დილით მზესთან ერთად ღმერთი იმ შესაძლებლობასაც გვიგზავნის რომ შევცვალოთ ის ყველაფერი რაც უბედურებას გვანიჭებს. ჩვენ კი ყოველ დღე ვთვალთმაქცობთ, ისე ვიქევით თითქოს ეს შესაძლებლობა საერთოდ არ გვეძლეოდეს. თავს ვირწმუნებთ თითქოს დღეები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან: თითქოს დღევანდელი დღე გუშინდელს გავს და არაფრით განირჩევა ხვალინდელისგან. ისინი კი ვინც ყურადღებით აკვირდებიან თავიანთ დღეებს, აუცილებლად შეიგრძნობენ იმ სასწაულ წამს. ეს სასწაული წამი შეიძლება იმ მონაკვეთში იყოს ჩამალული როცა ხვალისაკენ მიმავალ კარს ვაღებთ, ან იმ გარინდულ მდუმარებაში, ვახშმის შემდეგ რომ ჩამოწვება ხოლმე, ანდა იმ უთვალავ წვრილმანში რომელთაც ხშირად ერთმანეთისგან ვერც კი ვასხვავებთ. მაგრამ ეს წამი მაინც არსებობს.
წამი როდესაც ვარსკვლავთ ძალა შემოდის ჩვენში და სასწაულების მოხდენის ნებას გვაძლევს.
დიახ, ბედნიერება ხანდახან უფლის მადლით მოგვეახლება ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად სირთულეების დაძლევისა და მათზე გამარჯვების შედეგია. ეს სასწაული წამი გვაძლევს ძალას, გვეხმარება გადავსხვაფერდეთ და ჩვენი ოცნების საძებნელად გავეშუროთ. ამ გზაზე ჩვენ უამრავი ტანჯვა და ურვა გველის, უამრავი ნაღველი და იმედგაცრუება... მაგრამ ეს ყველაფერი წარმავალია და უკვალოდ ქრება. სამაგიეროდ მომავლიდან ამაყად შევძლებთ უკან მოხედვას და მივხვდებით რომ ამაოდ არ გვიცხოვრია ამქვეყნად.
უბედურია ის ვისაც არჩევანის გაკეთების ეშინია, რადგან იმათგან განსხვავებით, ვინც ოცნებობს და ოცნების აღსურლებისკენ მიილტვის, მას იმედის გაცრუების და ილუზიების მსხვრევის სიმწარე და ტანჯვა არ განუცდია. მაგრამ როცა უკან მიიხედავს და აუცილებლად მიიხედავს, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ხვედრია, მაშინ გაიგებს გულის ხმას, რომელიც კითხავს: "სად გაფანტე ის სასწაულები, რითაც ღმერთმა ასე გულუხვად მორთო შენი დღეები, უქმეები და სამუშაო? როგორ გამოიყენე შენი ნიჭი რომელიც შემოქმედმა გიბოძა? უფრთხილდებოდი? და სადღაც ღრმად ჩაფლე დაკარგვის შიშით? ახლა ვეღარაფერს გააწყობ, ამიერეიდან შენ მხოლოდ ის შეგიძლია ირწმუნო რომ ამაოდ გაისარჯე, დაიხარჯე და ცხოვრება გაფლანგე."
უბედურია ის ვინც ამას მიხვდება. უბედურია, რადგან უკვე დაიჯერებს სასწაულის შესაძლებლობას, მაგრამ სასწაულებრივ წამებს უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებს.


WHYმე シ

No comments: