Pages

Wednesday, April 1, 2009

უცნაურია


უცნაურია და მოულოდნელობით აღსავსე ყოველი ახალი დღე თუ რა თქმა უნდა სიცოცხლით სავსე ხარ და გჯერა რომ ყველაზე სანუკვარი ოცნება როდესმე უნდა ახდეს. სასწაულის მოლოდინში განთიადს დიდი სიხარულით ხვდები, და ოდნავ სევდა-შეპარული, რომ იმ დღემ შენთვის ახალი არაფერი არ მოიტანა, გვიან ღამით იმედგაცრუებულს გეძინება, მაგრამ იმის იმედით რომ ხვალ მაინც დადგება ის დღე, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდი, დღე როდესაც ცაზე ვარსკვლავები შენთვის სასიკეთოდ განლაგდება და უსასრულო მოლოდინი ერთხელ და სამუდამოდ გაქრება, ასეთ დღეს შენ შვებით ამოისუნთქავ და სიამაყით განმსჭვალული მთელი სხეულით შეურთდები ნანატრ სიხარულს, ფიქრობ, თითქოს დედამიწაც შენთან ერთად ხარობს. ვინ მოთვლის ამ დღის მოლოდინში რამდენი უძილო ღამე გაქვს გატარებული, რამდენი სევდა და წუხილი განგიცდია, მაგრამ არასდროს კარგავდი იმედს, არ უშვებდი აზრს იმისას, რომ შენ ოცნებას ახდენა არ უწერია. სხვაგვარად არ შეგეძლო და ასე ამიტომ ფიქრობდი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვდებოდი, დაცარიელდებოდი და გაქრებოდი… და შენი ცხოვრება აზრს დაკარგავდა.


დავით-დეფ გოგიბედაშვილი.



WHYმე シ

No comments: