Pages

Wednesday, October 28, 2009

კოკო შანელი:




”20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.

მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა.

ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს.

ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული.

შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აკაზმულობა; ჩაიცვით უზადოდ და უბრალოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი.

მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე.

მოდა მიდის, სტილი რჩება.

ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა.

მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.

იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.

თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.

ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა.

არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი.

მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება.

იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.

თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.

მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.

არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო.

როდესაც ქალს იდუმალებას უბრუნებ, ამასთან ერთად შენ მას ახალგაზრდობასაც უბრუნებ.

ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს,რომ იყოს.

დანაშაულის გრძნობა ყველაზე უფრო მტკივნეული კომპანიონია სიკვდილისას.”






WHYმე シ

1 comment:

Lalena said...

ვგიჟდები ამ ქალზე!