Pages

Wednesday, November 11, 2009

რა არის დეპრესია ?




"დეპრესია სიტყვასიტყვით ნიშნავს წნევის დაცემას, რომელშიც იგულისხმება ნერვული სისტემის დასუსტება ან ფსიქიკური დაძაბულობა.
დეპრესიას ძირითადად იწვევს საზრუნავი, გაორება, შიში და 95% კლიმაქსი.
დეპრესია შეიცნობა შემდეგი მოვლენებით უძილობა, წონაში დაკლება, თავის ტკივილი, კანკალი, დაბალი წნევა, გამუდმებული დაღლილობა, კონცენტრაციის ნაკლებობა, დაუსაბუთებელი სევდა, გადაჭარბებულად ზრუნვა, ტკივილი კისრის მიდამოებში, მხედველობის დაქვეითება და სამი ძირითადით:
1) ნებისყოფის დაქვეითება (abulie)
ეს დეპრესიის ერთერთი სიმპტომია. ნორმალური,ჯანმრთელი ადამიანი ბუნებრივი მოთხოვნაა უყვარდეს, იოცნებოს, იგრძნოს, ისწავლოს, გაიგოს, ყველფერი შეძლოს. აბულიის შემთხვევაში ყველანაირი სურვილი ქვეითდება. ამ დეპრესიის სახით დაავადებულ ადამიანებს უქრებათ ყველანაირი სურვილი აკეთონ რაღაც,ხდებიან ზარმაცები, და ყველაფერი რასაც აკეთებენ,თუნდაც სულ უმცირესი იყოს, მათგან მოითხოვს დიდ დაძაბულობას და ენერგიას.
2) მელანქოლია
ეს არის დაუსრულებელი, ღრმა და დაუსაბუთებელი სევდა. ასეთი ადამიანების ყველანაირი მოქმედება გამოხატავენ მოწყენილობას, შუბლი შეკრული აქვთ და ძალიან დაბალი ხმით საუბრობენ.მათ ყველაფერი საშინლად ეჩვენებათ და არ არსებობს მათთვის
არანაირი გამოსავალი.მელანქოლიით შეპყრობილებს უქრებათ ცხოვრების სურვილი და ყოველი ახალი დღე მათთვის ახალი ტანჯვის საწყისია.მათ განუწყვეტლივ აწუხებთ სინდისის ქენჯნა და ტანჯავთ საკუთარი დანაშაულისშეგრძნება რასაც მოსდევს შემდეგ მადის დაქვეითება, შეკრულობა, დაბალი წნევა და იქმნება თვითმკვლელობის დიდი საშიშროება.
მელანქოლიის ერთერთი განვითარებული სახეა 15-20 წლის გოგონებში ანორექსია (მადის უსაშველო დაქვეითება)
3) შიში, რომ ჭკუიდან იშლება.
ეს დეპრესიის ის სახეა,როცა ადამიანი შეპყრობილია შიშით,რომ ჭკუიდან შეიშლება (შეყვარებულებს არ შეეშინდეთ, მათთვის ნორმალურია ),ის შეგნებულად არიდესბ თავს ყველანაირ საუბარს მსგავს დაავადებებზე. განუწყვეტლივ აქვს შეგრძნება, რომ თავში არაფერი უყრია, არ შეუძლია ფიქრების დალაგება, ჭირს გონებრივი გადაღლა და ამ ყველაფერს ის უტოლებს სიგიჟეს. ყველანაირ უმცირესს შეცდომასაც კი რასაც ისინი უშვებენ, გადაჭარბებულ კატასტროფად მიაჩნიათ,აკლიათ სპონტანური რეაქცია. ასეთი სახის დეპრესიით შეპყრობილი ადამიანები განუწყვეტლივ აღმოაჩენენ სხვადასხვა დაავადებას საკუთარ თავში მიგრენას, მეხსიერების დაკნინებას, სრულ სიცარიელეს, კონცენტრაციის დაქვეითებას, დაწყებული საქმის დამთავრების შეუძლებლობას და მიუხედავად ყველაფერი ამისა, ეს მხოლოდ დეპრესიის ერთი სიპმტომია და არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს მათ შიშს რომ ისინი მართლა ჭკუიდან შეიშლებიან."

2 comments:

Unknown said...

taks
exla agmovachine ro depresia maqvs mgoni )

ogond melanqolia da shishis shegrdzneba ar maqvs

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

depresiashi var znachit