Pages

Wednesday, December 6, 2017

ერთი კაცი

"ერთი კაცი იყო. როგორი კაცი იყო იცით? ერთხელ გავიფიქრე: სულ ერთი დღე რომ ვუყვარდე, მარტო ერთი დღე, იმ ერთ დღეში გავცვლიდი ჩემს დარჩენილ სიცოცხლეს არც კი დავფიქრდებოდი-მეთქი. გავიფიქრე და გადავყევი კინაღამ. ზოგჯერ გირჩევნია არ იცოდე, არ მიხვდე რა გჭირს და რამდენად გჭირს. მიკვირდა ერთხანს, როგორ ვიყავი ცოცხალი, ფეხზე დგომა როგორ შემეძლო. მართლაც არ შემეძლო, მაგრამ გავძელი, ვიცოცხლე. 
და ეხლა როგორი კაცია ის კაცი იცით? აი ბავშვობის სახლივით არის: მასში რომ ვეღარ იცხოვრებ, მაგრამ ხანდახან გინდა რომ დაბრუნდე, ნახო როგორ ეზრდება აბლაბუდები. ისე ვერ გაძლებ. შეიძლება გაიფიქრო, რომ დაინგრევა გირჩევნია იმის ნანგრევებში მოკვდე, იმაში მოკვდე, ვიდრე უიმისობით. მაგრამ დგები, ზურგს აქცევ  და ისე მიდიხარ სხვა სახელიბისკენ, ვითომც არაფერი. მიდიხარ და ფიქრობ რომ ამ ყველაფერს მაშინ აქვს აზრი, თუ რაღაც მაინც არის ისეთი რაშიც შეგიძლია გაცვალო შენი დარჩენილი სიცოცხლე."

ლია ლიქოკელი

No comments: