Pages

Saturday, June 14, 2014

ფრედერიკ ბეგბედერი - "99 ფრანკი"

   "გუშინ დილით ამსტერდამიდან ჩამოტანილი სოკო-ჰალუცინოგენებით ჩასკდით (თითოს ოთხ-ოთხი ქუდი და სამ-სამი ფეხი შეგხვდათ) და შესაბამისად თქვენმა დიალოგმაც შემდეგი სახე მიიღო:
- ერთი მითხარი, გოგოებს რატომ გინდათ ჩვენი დათრევა და ხელიდან არ გაშვება ცოცხალი თავით?
- ვერ ვიტან ფრაზებს, რომლებსაც იწყებენ სიტყვებით "ვერ ვიტან"
- სიყვარულის შიმშილს შენ მიკლავ.
- გამუდმებით მატყუებ
- გატყუებ, მაგრამ უარესიც შემეძლო შენთვის გამეკეთებინა, მაგალითად ცოლად მომეყვანე.
იცით რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს, რომ "ნაიკები" იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან "ნაიკებს" რომ ნარკოტიკები იყიდონ. მეორე დღესღა გითხრა თამარამ რომ შენგან მიდიოდა.
- ე.ი. რა გამოდის, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა? მე კი შენს შეყვარებას ვიწყებდი.
- კარგი ახლა, არ გინდა! ეგ სიტყვები ბოლოს როცა მითხარი ჯერ ძალიან ადრე იყო, ახლა კი უკვე გვიანაა.
უკანასკნელად გაკოცა და მისი თხელი მაჯა ხელიდან გაგისრიალდა. თამარასაც ისე შეელიე, როგორც სხვებს შენს ცხოვრებაში. და იმ წუთიდან, როცა თამარამ კარი გაიხურა, თქვენს ერთად გატარებულ ყოველ წამზე საშინელი მონატრება დაგეწყო."

No comments: