Pages

Friday, April 3, 2015

"სულელი ბავშვი"

მასწავლებელი შევიდა საკლასო ოთახში და დაინახა ბავშვები დასცინოდნენ და სულელს ეძახდნენ ერთ-ერთ მოსწავლეს. შესვენებაზე მან ჰკითხა ბავშვებს რას ერჩოდნენ თანაკლასელს.
- "მასწავლებელო, ის ნამდვილად სულელია. თუ მას აჩვენებთ 5 რუბლიან და 10 რუბლიან მონეტებს, ის აირჩევს 5 რუბლიანს...რადგან მისი მონეტა უფრო დიდი ზომისაა ის ფიქრობს, რომ უფრო მეტია. აი შეხედეთ..."-უპასუხა ერთ-ერთმა ბავშვმა და ჯიბიდან ამოიღო 2 მონეტა და შესთავაზა ბიჭს აერჩია, რომელიც უნდოდა. მან მართლაც არჩია 5 რუბლიანი მონეტა. გაკვირვებულმა მასწავლებელმა ჰკითხა:
-"რატომ არ აიღე 10 რუბლი?"
-"მასწავლებელო, შეხედეთ, ეს ხომ უფრო მეტია!"-უპასუხა მოსწავლემ
გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელი მივიდა "სულელ" ბავშვთან და ჰკითხა:
-"ნუთუ, არ გესმის,10 რუბლიანი მონეტა მხოლოდ ზომით არის ნაკლები, რეალურად კი მისით უფრო ბევრ რამეს იყიდი?"
-"რა თქმა უნდა მესმის მასწავლებელო"
-"აბა, რატომ აკეთებ არჩევანს 5 რუბლზე?"
-"მე რომ ავირჩიო 10 რუბლიანი მონეტა, ისინი შეწყვეტენ ჩემთვის ფულის მოცემას". - უპასუხა მოსწავლემ

No comments: