Pages

Wednesday, November 23, 2016

ფსიქოლოგის ყველაზე მოკლე კონსულტაცია – ყველა მშობლისთვის საკითხავი

ეს ამბავი ერთმა ფსიქოლოგმა მოყვა, საკუთარი პრაქტიკიდან:

"შემოვიდა ცოლ-ქმარი კონსულტაციაზე. კაცს ეტყობოდა, დიდად არ მოუხაროდა ფსიქოლოგისკენ და არც იყო ეს მისი სტილი, უბრალოდ, ცოლს დაუთმო და ჩანს, პრობლემის გადაჭრის სხვა გზაც ვერ მოძებნა. 
- პირველად ვარ ფსიქოლოგთან, - დამნაშავესავით ჩაიბუტბუტა, - ცოლმა დამარწმუნა. 
- და? – ვეცადე ეთქვა, "რამ აიძულა" მისთვის ესოდენ უჩვეულო ვიზიტი.
- რა და, შვილი გვყავს... შვილი მყავს, დებილი! – უცებ გამოაცხადა. 
- დებილი ფსიქიატრიული დიაგნოზია, - შევუსწორე, - ანუ თქვენი ვაჟი ამ გაგებით არის დებილი?
კაცმა ახლა მე შემხედა, როგორც დებილს. აშკარად ჩათვალა, რომ მეც ვერ ვიყავი ჯანზე. თუმცა უკან არ დაიხია:
- თქვენ ხომ ფსიქოლოგი ხართ? აბა ამიხსენით, რავ ვუყო ჩემს ბიჭს?
- და რა სჭირს თქვენს ბიჭს?
- საზღვრებს ვერ ხედავს, უაზროდ იქცევა. 14 წლისაა და საშინელი ქცევები აქვს.
- მაგალითად?
- მოვდივარ სახლში სამუშაოს მერე. ფეხსაცმელი შუა ოტახში უყრია. ვუყვირი: "ამ ცხოვრებაში რამის გაკეთება მაინც იცი? ფეხსაცმელი მაინც დადე ადგილზე". ასჯერ მითქვამს, მაგრამ მაინც ასე მხვდება, დებილია აბა რა? ყველაფერი იოლად ხვდება ცხოვრებაში და ვერ აცნობიერებს. ტელეფონი დაამტვრია. არ აფასებს. დედას ეუხეშება. სახლში არაფერს აკეთებს. რომ ელაპარაკები, არ გისმენს. არც სირცხვილი აქვს, არც სინდისი. აი, როგორ მოვიქცე, მითხარით. როგორ გამოვნახო მასთან საერთო ენა? არსებობს რაიმე რეცეპტი?
- არსებობს, - ვპასუხობ. 
- აბა, მითხარით.
- მაშ ასე, თქვენ ამბობთ, რომ ვერ პოულობთ საერთო ენას შვილთან?
- დიახ, ხომ გითხარით!
- არსებობს ერთი პატარა გამოსავალი. ოღონდ არ ვიცი, როგორ გაართმევთ თავს.
- მითხარით!
- ეს უნდა გააკეთოთ, კი არ უნდა გითხრათ.
- რა უნდა გავაკეთო?
- რა ჰქვია თქვენს ვაჟს?
- დავითი.
ავიღე ქაღალდის ფურცელი, მარკერით დავწერე ზედ "შვილი დავითი, 14 წლის", კაბინეტის კუთხეში დავდე და კაცს ვთხოვე წარმოედგინა, თითქოს მისი შვილი იდგა იმ ფურცელზე.
- გამოგივიდათ? – ვკითხე.
- დიახ.
- ახლა კი ნელა მიდით ამ ფურცელთან, მასზე დადექით, და წარმოიდგინეთ, რომ თავად ხართ 14 წლის დავითი.
კაცი აშკარად დაეჭვებული მივიდა ქაღალდთან, დადგა და თვალები დახუჭა.
- აბა, რას გრძნობთYახლა?
- საშინელ მარტოობას... ცრემლები მებჯინება ყელში. ტირილი მინდა.
- რატომ?
- წყენისგან. ყველა მეჩხუბება, შენიშვნას მაძლევენ, დამცინიან. ეს ისეო, ეს ასეო. სიცოცხლე აღარ მინდა. თითქოს მახინჯი უცხო სხეული ვარ ყველასთვის.
- ვისთვის ყველასთვის?
- ყველასთვის, რა!
- მაინც ვისთვის?
- მამისთვის...
- აბა, რა გინდა, რომ მამისგან მიიღო?
- ერთხელ მაინც რომ შევექე. ეკითხა, როგორ არის ჩემი საქმეები... მეც ხომ კაცი ვარ, მინდა იამაყოს ჩემით.
- ჩაისუნთქეთ და რომ ამოისუნთქავთ, ფურცლიდან გადმოდით.
კაცი ჩუმად მივიდა თავის სკამთან, დაჯდა. მდუმარება ჩამოწვა. ცოლმა ცრემლები შეიმშრალა.
- ყველაფერს მივხვდი, - უცებ წყნარად თქვა კაცმა, - ყველაფერს მივხვდი. ზუსტად ასე ვგრძნობდი თავს 

პატარაობისას. მამა კი მხოლოდ მაკრიტიკებდა და მეჩხუბებოდა. ახლა მეც ისევე ვიქცევი. ყველაფერს მივხვდი. მადლობა...
თვალები ცრემლიანი ჰქონდა ორივეს, მაგრამ გაცისკროვნებული. რაღაცნაირი კეთილები და აღელვებულები გავიდნენ ოთახიდან... სულ რაღაც 18 წუთი გაგრძელდა ეს კონსულტაცია – ყველაზე მოკლე იყო ჩემს გამოცდილებაში".

შექება, საუბარი, გულისხმიერება – ბავშვს ბევრი არაფერი უნდა, მას მარტივი ურთიერთგაგება და მარტივი საქებარი სიტყვები სჭირდება. მოზარდის სული მგრძმობიარეა, მუდმივი კრიტიკა და შენიშვნება თვითშეფასებას უქვეითებს და წლებთან ერთად სულ უფრო რთულდება. გიყვარდეთ და ხშირად შეაქეთ თქვენი ყველაზე მთავარი საგანძური ცხოვრებაში, ემეგობრეთ თქვენს შვილებს და ნუ დაშორდებით მათ.

No comments: