Pages

Monday, March 9, 2015

***

მოვლენ ხოლმე ადამიანები, შემოვლენ შენს ცხოვრებაში, იხმაურებენ, შეეხებიან ყველაფერს, იცოცხლებენ შენს სივრცეში. მერე კი ადგებიან და წავლენ, გაიხურავენ კარს, ისე, ვითომც არაფერი, და დარჩები არეული სახლივით. ხედავ, არცერთი ნივთი თავის ადგილას აღარ დევს და აღარ იცი, საიდან დაიწყო დალაგება. 
ზოგი ასეთი სტუმრობის შემდეგ ხვდები, რომ ძველი წესრიგის აღდგენა აღარ შეგიძლია, და დროა სახლი გამოიცვალო. უბრალოდ დატოვო ეს შენი თავი, აი ასეთი, საგიჟეთად ქცეული, კარი გამოკეტო, გასაღები გადააგდო და ახალ თავში გადასახლდე. 
ზუსტად ეს დროა. smile emoticon

No comments: