Pages

Wednesday, March 18, 2015

წაიკითხეთ მაშინ როცა რაიმე სახის უმიზეზო სევდა შემოგაწვებათ :)

"ოთხმოცდაათიანების სუსხიანი ზამთარი იდაა, ნავთისა და პარაფინის სანთლების სუნით გაჟღენთილი... უსინათლო თბილისი, პურის გაუთავებელი რიგები, სამაჩაბლო - აფხაზეთი. დედამ და მამამ წიწილები იყიდეს, სოფელში ნათესავებს მიაბარეს, რათა ზამთარში ოჯახს სარჩო საბადებელი ქონოდა. ერთ მშვენიერ დღეს მამა უკვე გაზრდილი ქათმების ჩამოსაყვანად წავიდა. სატრანსპორტო საშუალებას მატარებელი ბორჯომი-თბილისი წარმოადგენდა. ვისაც ოთხმოცდაათიანების ბოლოს ამ მატარებლით არ გიმგზავრიათ, გეტყვით რომ ეს იყო გამოცდა ფსიქიკის მდგრადობაზე. პერიოდულად რკინიგზაზე ითიშებოდა ელექტროენერგია და ორი საათის სავალი გზის დაძლევას, ოცდააოთხი საათი ჭირდებოდა. ... კარი დედამ გააღო და სანთლის შუქზეც კი გამოჩნდა მამაჩემის გაფითრებული სახე და სასოწარკვეთილი თვალები - გზაში ქათმები მომპარესო ძლივს ამოილუღლუღა... - ჩუმად, არავინ გაიგოს, სირცხვილია - აღშფოთდა დედაჩემი, ხალხმა ომში შვილები დაკარგა და შენ ქათმების გულისთვის გაფითრებულხარო? - უთხრა ღიმილით ახალი წელი დგებოდა! ნავთისა და პარაფინის სანთლების სუნით გაჟღენთილი ახალი წელი. დედლების მაგივრად სუფრაზე „კერასინკაზე“ მოხარშული ლობიო იდო. მამამ ჭიქა ასწია და ბედნიერების სადღეგრძელო წარმოსთქვა - იმ ბედნიერებისა, რომ მან მხოლოდ ქათმები დაკარგა და მეტი არაფერი..."

No comments: