Pages

Friday, March 4, 2016

იწყებ კვდომას
თუ არ მოგზაურობ,
თუ არ კითხულობ,
თუ არ უსმენ ცხოვრების ხმებს,
თუ არ შეიცნობ საკუთარ თავს.
იწყებ კვდომას,
როცა ანადგურებ საკუთარ თავმოყვარეობას,
როცა არ რთავ სხვებს ნებას დახმარების.
იწყებ კვდომას
თუ გახდები საკუთარი გარეგნობის ტყვე,
ყოველდღე ივლი ერთიდაიგივე გზით,
თუ არ შეცვლი საკუთარ რუტინულ ცხოვრებას,
თუ არ ატარებ განსხვავებულ ფერებს,
არ გამოელაპარაკები იმათ ვისაც არ იცნობ.
იწყებ კვდომას
თუ გაურბიხარ ვნებებს
და მათ მშფოთვარე ემოციებს,
რაც აელვარებს შენს თვალებს
და გიჩქარებს გულს.
იწყებ კვდომას
თუ არ ცვლი შენს ცხოვრებას, როდესაც ხარ საკუთარი საქმით ან სიყვარულით უკმაყოფილო,
თუ არ რისკავ,
თუ არ მოქმედებ ოცნების შემდეგ,
თუ ერთხელ მაინც შენს ცხოვრებაში
არ გაურბიხარ ბრძნულ ჭკუის სწავლებას.
პაბლო ნერუდა

No comments: